კლუბ KHIDI-ის დამფუძნებელი, სოფო ებრალიძე აცხადებს, რომ კლუბი 17 დეკემბერს გაიხსნება. მისი ინფორმაციით ამ დროისთვის ლუქის ახსნის პროცედურები მიმდინარეობს.

"ვიწყებთ ლუქის ახდის პროცედურებს. ალბათ, დასჭირდება რამდენიმე დღე. 17 დეკემბერს ხიდი აუცილებლად გაიხსნება და გაიხსნება ძალიან ამაყი", — წერს ებრალიძე სოციალურ ქსელში.

3 დეკემბერს, რამდენიმეთვიანი პასუხის შემდეგ კლუბ KHIDI-ში პირველი ღონისძება გაიმართა, რის გამოც შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. უწყების განცხადებით, ხიდზე აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინეს.

4 დეკემბერს კლუბის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კლუბს ტოვებდნენ და პასუხისმგებელ პირებს "გონივრულ ვადას" აძლევენ, რომ მათთვის მუშაობის უფლება მიეცათ. განცხადებაში ეწერა, რომ სხვა შემთხვევაში სახელმწიფო უწყებები მათგან მიიღებენ "მხოლოდ წინააღმდეგობას".

გუშინ, 6 დეკემბერს KHIDI-ს კიდევ ერთმა დამფუძნებელი, თამუნა აქსანდერიმ განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ 17 დეკემბერს კლუბის გახსნა დააანონსა ბასიანის დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმაც.