გიგანტური ტექ. კომპანიების დამაარსებელთა პირველი თაობა პოსტებს ტოვებს
გიგანტურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, Google-მა, Amazon-მა, Netflix-მა და სხვებმა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს და ამავდროულად კოლოსალურ ფინანსურ წარმატებასაც მიაღწიეს.
კიდევ ერთი რამ რაც ამ კომპანიებს აერთიანებს არის ის, რომ დამაარსებლები მათ აღარ მართავენ. ზოგმა მათგანმა პოზიციები თავისივე სურვილით დათმო და ასპარეზი სხვებს გადააბარა, ზოგ შემთხვევაში კი მათი გადარჩევა გახდა საჭირო.
მხოლოდ ამ კვირაში Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი და Salesforce-ის დამფუძნებელი მარკ ბენიოფი გადადგნენ. ჯედ დორსი ტვიტერს სრულად ჩამოშორდა, ხოლო ბენიოფი ვიცე დირექტორის პოზიციაზე გადაბარგდა.
- Alibaba — ჯეკ მამ ალიბაბას აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია 2013 წელს დატოვა, ხოლო 2019 წელს თავმჯდომარეობის პოსტიდანაც გადადგა. მას გავლენა კომპანიაზე ისევ ჰქონდა, თუმცა შემდგომში ურთიერთობა ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთანაც აერია დღეს მისი გავლენები შერყეულია.
- Amazon — 2021 წლის ივლისში თავისი პოზიცია დათმო მსოლფიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ფეზოსმა. მან ამაზონის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია Amazon Web Services-ის უფროსს ენდი ჯესის დაუთმო.
- Apple — ტიმ კუკმა Apple-ის დირექტორობა პირველად, ოღონდ დროებით, 2009 წელს, მაშინ გადაიბარა, როდესაც სტივ ჯობსს სამედიცინო მომსახურება დასჭირდა. ჯობსი კომპანიაში მალევე დაბრუნდა, თუმცა 2011 წელს ის დროებით ტიმ კუკმა ისევ ჩაანაცვლა, ამავე წლის მიწურულს კი სტივ ჯობსმა პოზიცია სრულად ტიმს გადაულოცა. ტიმ კუკის Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას თითქმის 10 წელია იკავებს, თუმცა მისივე თქმით, ის კომპაანის მართვას კიდევ ერთი ათწლეულით აღარ აპირებს.
- ByteDance — Zhang Yiming-მა, იმ კომპანიის დამაარსებელმა, რომელიც ფლობს TikTok-ს, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მაისში 2021 წლის მაისში მიიღო.
- Google — 2015 წლის აგვისტოში, გუგლის თანადამფუძნებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა მიიღეს გადაწყვეტილება და Alphabet-ში გადაბარგდნენ. Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პინჩაი გახდა. 2019 წელს სუნდარმა Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაც ჩაიბარა, რითიც ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი კომპანიის მმართველობას ჩამოშორდნენ.
- Instagram — 2018 წლის სექტემბერში, მარკ ცუკერბერგთან უთანხმოების შემდეგ, ინსტაგრამის თანადამფუძნებლებმა კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა კომპანია დატოვეს.
- Microsoft — მაიქროსოფტის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა პოზიციების დათმობა ალბათ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო. მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ჯერ კიდევ 2000 წელს დატოვა, 2008 წელს მას კომპანიაში სრულ განაკვეთიანი პოზიციაც აღარ ჰქონდა. 2019 წელს კი ბილ გეითსმა კომპანიის ბორდიც მიატოვა. Microsoft-ს ახლა სატია ნადელა მართავს, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის როლსაც ითავსებს და ბორდის ხელძმღვანელობასაც.
- Netflix — 2020 წლის ივლისში, ტედ სარანდოსი Netflix-ის თანადამფუძნებელს, რიდ ჰასტინგს CEO-ს პოზიციაზე შეუერთდა. კომპანიის განცხადების, სარანდოსი კომპანიის მართვაში აქტიურად უკვე მონაწილეობდა (ის 20 წელია Netflix-ის წევრია), მისი დანიშნვნა დირექტორის პოზიციაზე მხოლოდ ფორმალური სვლაღა იყო.
- Salesforce — ბრეტ ტეილორი, რომელმაც სულ ახლახანს ჩაანაცვლა ჯეკ დორსი ტვიტერის ბორდის ხელმღძღვანელის პოზიციაზე, ტექ. გიგანტის, Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორიც გახდა. მან ამ პოზიციაზე მარკ ბენიოფი ჩაანაცვლა.
- Twitter — ორშაბათს, 29 ნოემებერს, ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ის Twitter-ს, თავისივე შექმნილ კომპანიას ტოვებს. გამოსამშვიდობებელ მეილში მან აღნიშნა, რომ მისი აზრით კომპანია მზადაა გამოემშვიდობოს თავის დამფუძნებლებს და გზა ახალ ადამიანებს დაუთმოს.
რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ამ ტრენდს არ მიყვება. მაგალითად, ყველაზე თვალშისაცემი მარკ ცუკერბერგია. Facebook-ისა და უკვე Meta-ს დამაარსებელი სულაც არ თვლის, რომ მან პოსტი უნდა მიატოვოს და ამას არც გეგმავს. მეტიც, ოქტომბერში, The Verge-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ ამას ვერც მეწილეები შეძლებენ, რადგან კომპანიის წილების სტრუქტურა ასეა მოწყობილი. ცუკერბერგის გარდა, თავიანთ პოზიციებს მყარად ინარჩუნებს Snapchat-ის შემქნელი ივან შპიგელი. ასევე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ინარჩუნებს Tencent-ის დამაარსებელი მა ჰუატენგი. Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი კი პოზიციის დათმობას მანამ არ აპირებს, სანამ თავის ადგილს ხელოვნურ ინტელექტს არ დაუთმობს.
გიგანტურ კომპაიებს თავიანთი დამაარსებლები გარეშე არსებობა შეუძლიათ, ამის მტკიცებულება კი Apple და Microsoft არიან, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის პირველ მეორე ადგილს იკავებენ. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ყველა გიგანტურ კომპანიას მოუწევს მსგავს ნაბიჯებზე ფიქრი, რადგან ხშირად განვითარებისთვის ახალი ხედვები და მისწრაფეებებია საჭირო.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები