ზუსტად 10 წლის წინ სტივ ჯობსმა თავისი ადგილი ტიმ კუკს დაუთმო — რა მოხდა შემდეგ?
2011 წლის 24 აგვისტოს — ზუსტად 10 წლის წინ — Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის აღმსარულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა და ის ტიმ კუკს გადააბარა.
ამ ამბიდან 6 კვირის შემდეგ სტივ ჯობსი დაიღუპა.
ტიმ კუკის წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა, მას უნდა გაეგრძელებინა სტივ ჯობსის გზა, ადამიანის, რომელმაც თავდაყირა დააყენა ინდუსტრია და თავისი რევოლუციური ხედვებით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. სწორედ მას სტივ ჯობსს ეკუთვნის iPhone-ის, iPad-ის, iPod-ის, iTunes-ისა და App Store-ის შექმნის იდეები.
რა მოხდა გასულ 10 წელში და რა შექმნა ტიმ კუკმა?
დღეს Apple მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და მდიდარი კომპანიაა. მხატვრულად რომ ვთქვათ, Apple დღეს ნავთობზე დიდია.
ეს სწორედ ტიმ კუკის დამსახურებაა. დღეს Apple იმაზე მეტ ფულს აკეთებს ვიდრე მსხვილი ნავთობმწარმოებლები ინატრებდნენ. ტიმ კუკმა შეძლო და Apple-ის წარმოება კონტინენტთაშორისი გახადა. Apple-ის საწარმოო ჯაჭშვი რამდენიმე უმსხვილესი მწარმოებელი და ათიათასობით დასაქმებულია ჩართული. Foxconn-ის ქარხანა, რომელიც ეფლს პროცესორებს უმზადებს, ნახევარგამტარების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. Apple სამყაროს ყველაზე მსხვილი კომპანიების სათავეში მალევე მოექცა და მას უკან მაშინაც არ დაუხევია, როცა 2019 წელს საუდის არაბეთმა სამთავრობო ნავთობ კომპანია Saudi Aramco გაუშვა, მათი დომინაცია ძალიან ცოტახანს გაგრძელდა — გასულ ივლისს Apple-ის კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და ახლა უკვე 2,5 ტრილიონიან ნიშნულს უახლოვდებიან. Apple უფრო მომგებიანია ვიდრე Saudi Aramco.
ერთ დეკადაში ტიმ კუკმა შეძლო და Apple ნამდვილ მონსტრად აქცია. გასული წლის ბოლო კვარტალში და ამა წლის დასაწყისში Apple-ის შემოსავალმა 111 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 10 წლისწინანდელ შედეგთან შედარებით გაოთხმაგებას ნიშნავს.
ანუ, Apple ყოველ საათში 52 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო თუ კიდევ უფრო დავწვრილმანდებით, ეს ყოველ წამში 14 000 დოლარს ნიშნავს, საიდანაც 3 600 დოლარი სუფთა მოგებაა.
უფრო კონკრეტულად კი Apple-ის წარმატება რიცხვებში ასე გამოიხატება
Apple-ის თანამშრომლების ზომაც კოლოსალურად გაიზარდა, რაც სასიხარულოა — კომპანია უამრავ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქმნის. Apple-ში ახლა 147 000 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 10 წლის წინ მათი რიცხვი სულ რაღაც 60 400-სს შეადგენდა.
კომენტარები