ევროპულმა საქართველომ "კრიზისიდან გამოსვლის" ხედვა წარადგინა — რას გულისხმობს
ევროპულმა საქართველომ "კრიზისიდან გამოსვლის" ხედვა წარადგინა. პარტიაში იმედოვნებენ, რომ მათ ხედვას ოპოზიციის ბევრი წევრი გაიზიარებს, თუმცა, მათი თქმით, მთავარი ამოცანაა, ხედვა მიიტანონ საზოგადოებამდე და გაზარდონ იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც აქამდე არ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში და ახლა ჩაერთვება.
"ავტორიტარული რეჟიმის შეცვალს სჭირდება ბევრად უფრო დიდი, სრული დომინაციის მოპოვება, დიდი უპირატესობის მოპოვება საზოგადოების, მოქალაქეების და ამომრჩევლების ნების გამოხატვის თვალსაზრისით. ჩვენ ფაქტია, რომ წინა არჩევნებზე ეს ვერ შევძელით და დღეს ეს ვითარება არ გვაქვს, ამიტომ ბედავს ივანიშვილის რეჟიმი ამდენს", — განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ვადამდელი არჩევნების მიღწევა და არჩევნებში "რეჟიმის დამარცხებაა". ამასთანავე, მათი თქმით, გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა მცდარი და საზიანოა, რადგან ეს საზოგადოებაში უიმედობას იწვევს. ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არარეალური მოლოდინები არ უნდა შექმნას, თუ წლის ბოლომდე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს, შარლ მიშელის შეთანხმება სრულად ირღვევა და ასეთ შემთხვევაში მათ პარლამენტი უნდა დატოვონ.
ევროპული საქართველოს ხედვა ვრცლად:
- ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან ოპტიმალური გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხება;
- მცდარი და საზიანოა გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა და მხოლოდ არასაარჩევნო გზით მივაღწევთ ცვლილებებს. ეს ამომრჩეველში უიმედობას იწვევს;
- მცდარი, ალოგიკური და საზიანოა გზავნილი, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, კერძოდ, სააკაშვილის გათავისუფლება, არის რეჟიმის დამარცხების წინაპირობა. რეალურად, საქმე პირიქითაა, პოლიტიკური დევნის შეჩერების გზა ივანიშვილის დასუსტებასა და დამარცხებაზე გადის;
- მცდარი და საზიანოა რეჟიმის დასრულების ბოლო ვადების დათქმა და ზოგადად, არარეალისტური მოლოდინების შექმნა. საზოგადოების იმედგაცრუება რეჟიმს კვებავს;
- მცდარი და საზიანოა ოპოზიცია მოქმედებდეს მესიანისტური და ეთნო-რელიგიური პოპულიზმით, მათ შორის, საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ამ გზით ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრი პრინციპულად მიუღებელი და პრაგმატულად კონტრპროდუქტიულია;
- ავტორიტარული რეჟიმის იძულებას, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და შემდეგ, ამ არჩევნებში მის დამარცხებას უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰყოფნის, ბევრად უფრო დიდი უმრავლესობა სჭირდება. არასაარჩევნო გზით ცვლილებას კი, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის მზადყოფნა პერმანენტული პროტესტისთვის;
- იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ ფართო სახალხო მხარდაჭერა მოიპოვოს და ამავდროულად, დასავლეთისთვის ცხადი გახდეს კრიზისის სერიოზულობა, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიული პროცესის სიმულაცია არალეგიტიმურ პარლამენტში;
- საპარლამენტო ოპოზიცია, მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად შევიდა. ქართულმა ოცნებამ, არსებითად, ყველა პირობა დაარღვია. ღიად რჩება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს; ამ ნაბიჯის გარეშე, პროტესტი თანმიმდევრული ვერ იქნება. ჩვენთვის, არათანმიმდევრულობა ოპოზიციასთან კოორდინირებულ საპროტესტო მოქმედებებს შეუძლებელს ხდის;
- იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესში, ისევე როგორც, საპროტესტო აქციებში საზოგადოების სხვადასხვა შრე ჩაერთოს, მათ შორის ისინი, ვინც აქამდე არ მონაწილეობდნენ, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაფართოვდეს და მოიცვას ის საკითხებიც, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს მოქალაქეებს, უმართავი პანდემიის და სასიცოცხლო პროდუქტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების პირობებში;
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მოქმედებდეს დასავლური ღირებულებებით და დემოკრატიული დღის წესრიგით. ეს გახდება ამ რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთის წნეხის გაზრდის წინაპირობაც.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები