როგორია ევროპის მომავალი?
ფოტო: AP
როდესაც შეერთებულ შტატებში ევროპის კავშირის ელჩი დევიდ ო’სალივანი რომის ხელშეკრულების მე-60 წელიწადს და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების იუბილეს აღნიშნავდა, საქართველოში კი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ზეიმობდნენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრექსიტის სახელით ცნობილ ევროკავშირთან გაყრის პროცესს აწერდა წელს.
„ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ევროპის მომავალის მიმართ,“ ამბობს ევროპის კავშირის ელჩი შეერთებულ შტატებში დევიდ ო’სალივანი და დასძენს, რომ ბრექსიტისგან „დომინოს ეფექტს“ არ მოელის.
ევროპის ცვალებად პოლიტიკას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და შეერთებულ შტატებთან მის ურთიერთობას განიხილავს ვაშინგტონში ბაზირებული „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული ანალიზი „ევროპა 2022 წელს“.
ფოტო: Reuters
კვლევის ავტორების შეფასებით, ევროპული პროექტი კრიზისშია. ეკონომიკური უთანასწორობა, მემარჯვენე პოლიტიკური ძალების აღზევება, მიგრანტთა კრიზისი, რუსეთის მზარდი აგრესია და შეერთებული შტატების ნაკლები ჩართულობა რეგიონში - ეს არის ხუთი ძირითადი სცენარი, რომელსაც ავტორები, როგორც თვითონ ამბობენ, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის აანალიზებენ.
ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ევროპის მომავალის მიმართ
ანგარიშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას ეძღვნება. ავტორების მიერ შემუშავებული ამ სცენარის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება იძაბება, 2017 წლის ბოლოსკენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქალაქ მარიუპოლზე სამხედრო შეტევას იწყებენ, მარიუპოლი ეცემა. 2019 წელს რუსეთის კიბერ-შეტევის სამიზნე ბალტიისპირეთი ხდება, 2020-ში კი, მას შემდეგ რაც ნატო ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განთავსების გადაწყვეტილებას იღებს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეს არღვევს, რიგის თავზე კომერციულ რეისს ეჯახება და შედეგად 220 მგზავრი იღუპება. შედეგად კი „იწყება ახალი ცივი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“.
კვლევის ავტორი მეთიუ ბაროუსი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სცენარში ევროპის კავშირი რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად საქართველოს და უკრაინის ხარჯზე დათმობებზე მიდის.
„რუსეთის მზარდი აგრესიის პირობებში ევროპის პოზიციები სუსტდება, ასევე შესუსტებულია მისი კავშირები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია უკრაინაში, რის შემდეგაც ევროპის ზოგიერთ დიდ ქვეყანას აქვს განცდა, რომ რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს. ამ სცენარის მიხედვით, ევროპა რუსეთს ჰპირდება, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სამეზობლოს სხვა ქვეყნები არასდროს გახდებიან ევროპის კავშირის წევრები. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი იმისა თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ევროპაში, რაზეც პოლიტიკის შემქმნელები უნდა დაფიქრდნენ,“ ამბობს ბაროუსი.
ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია
კიდევ ერთი პესიმისტური სცენარი, რომელსაც ავტორები განიხილავენ არის შეერთებული შტატების ჩართულობის შემცირება. ამ სცენარში პრეზიდენტი ტრამპი 2017 წლის ნატოს სამიტზე აცხადებს, რომ მომავალში მსგავს საერთაშორისო ყრილობებს არ დაესწრება. რუსეთი ევროპაზე წნეხს აგრძელებს, 2022 წელს რუსეთი თანახმაა უკრაინაში სეპარატისტებისადმი მხარდაჭერა შეწყვიტოს და სანაცვლოდ ითხოვს პირობას, რომ უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა და საქართველო ვერც ევროპის კავშირის და ვერც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ გახდებიან.
„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონისთვის რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა პრობლემურია არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.
დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭო.
ფოტო: VOA
„დღეს ვხედავთ რუსეთს, რომელიც, ჩემი აზრით, შიდა პრობლემების ექსპორტს ცდილობს. პუტინი ცდილობს გვაჩვენოს, რომ რუსეთი ძლიერია სამეზობლოში და რომ მას შეუძლია ევროპას პრობლემები შეუქმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოწვევები გვაქვს,“ ამბობს უილსონი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი განსაზღვროს საქართველომ: „სანამ რუსეთი შეეცდება მეზობლების ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს, ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემები და დაძაბულობა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპაში. რაც უფრო ძლიერი იქნება ქართული საზოგადოება, უფრო ძლიერი იქნება მისი იმუნიტეტი რუსეთის წინააღმდეგ. ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია.“
ამერიკელები გვეხმარებიან თავიანთი არჩევანით, ისინი გვაძლევენ მაგალითს, თუ როგორი ლიდერები არ უნდა ავირჩიოთ ევროპაში
ევროპის მკვლევარების მიერ მომზადებული ხუთი სავარაუდო სცენარიდან ოთხი პესიმისტურია, მხოლოდ ერთ სცენარში ახერხებენ ევროპული ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას, 2017 წლიდან ეკონომიკა ნელ ზრდას იწყებს, საფრანგეთში მემარჯვენე ნაციონალისტები მარცხდებიან, პოლონეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტები იზრდება და ნატოს ევროპელი წევრები ალიანსის ერთგულებად რჩებიან.
კვლევის პრეზენტაციაზე მოსული ევროპარლამენტარი გერმანიიდან დანიელ კასპარი ამბობს, რომ ბევრი გამოწვევის და ცვალებადი გარემოს მიუხედავად ევროპის კავშირი წარმატებული პროექტია:
„ევროპამ საკუთარი თავის რეკონსტრუქცია უნდა შეძლოს. ახლა გაფართოების და ახალი წევრების მიღების დრო არ არის, უკანასკნელი გაფართოება არ ყოფილა კარგად დაგეგმილი პროცესი და მას თავისი სირთულეები ახლდა. მაგრამ მე მჯერა, რომ ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება უკეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას,“ განაცხადა კასპარმა.
კვლევის ავტორები ერთ-ერთ რისკად მკვეთრი ლიდერობის უკმარისობას ასახელებენ. ევროპაში მემარჯვენე ნაციონალისტური ძალების მომძლავრების მიუხედავად, კასპარს საფრანგეთის და გერმანიის მომავალი არჩევნები არ აშინებს. „ამერიკელები გვეხმარებიან თავიანთი არჩევანით, ისინი გვაძლევენ მაგალითს, თუ როგორი ლიდერები არ უნდა ავირჩიოთ ევროპაში,“ ამბობს ის.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები