2016 წელს მსოფლიომ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი ფილმი — Arrival იხილა. ფილმი ჰოლივუდის ერთ-ერთმა საუკეთესო რეჟისორმა, დენის ვილნევმა ტედ ჩანის მოთხრობის მიხედვით გადაიღო. ჩამოსვლამ 2017 წელს ოსკარის 8 ნომინაცია და ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ფილმი დედამიწაზე მოულოდნელად ჩამოსული უცხოპლანეტელების შესახებ გვიყვება, რომლებთან კომუნიკაციის დამყარებას ლინგვისტი ლუიზ ბენკსი (ემი ადამსი) ცდილობს. უცხოპლანეტელების ენა ადამიანების სამყაროს წესებს არ ემორჩილება, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ფილმში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც მთავარი გმირის ცხოვრების ამბავს მომაჯადოებელი თანმიმდევრობით გვიყვება.

შთამბეჭდავი კადრების, მომაჯადოებელი მუსიკისა და საოცარი ისტორიის გარდა, ფილმი საინტერესო ცხოვრებისეულ კითხვებსაც წამოჭრის:

"-შენი ცხოვრების თავიდან ბოლომდე დანახვა რომ შეგეძლოს, რამეს შეცვლიდი?

-ალბათ, უფრო ხშირად ვიტყოდი, თუ რას ვგრძნობ."

13 ფოტოდ გაშლილი ამ შთამბეჭდავი ამბის დათვალიერებას მაქს რიხტერის საოცარი მუსიკის ფონზე გირჩევთ, რომელიც ფილმის გახსენებით მოგვრილ ემოციებს გაგიასმაგებთ:

1. ფილმში უცხოპლანეტელებს კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა აქვთ

ფოტო: Sony Pictures

2. რაც უცნაურთან ერთად, ვიზუალურად შთამბეჭდავიცაა

ფოტო: Sony Pictures

3. მათი საიდუმლოს ამოხსნას ლინგვისტი ლუიზ ბენკსი ცდილობს

ფოტო: Sony Pictures

4. ლინგვისტის როლს ემი ადამსი შესაშური ოსტატობით ასრულებს

ფოტო: Sony Pictures

5. მისი მონაწილეობით თითოეული სცენა დასამახსოვრებელია

ფოტო: Sony Pictures

6. ემი ადამსთან ერთად ფილმში მთავარ როლს ჯერემი რენერიც ასრულებს

ფოტო: Sony Pictures

7. კამერა საუკეთესოდ აღბეჭდავს პერსონაჟების ემოციებს

ფოტო: Sony Pictures

8. და იმ სამყაროს, რომელიც უცხოპლანეტელების ჩამოსვლამ სამუდამოდ შეცვალა

ფოტო: Sony Pictures

9. ფილმის შთამბეჭდავი კადრები დროებით რეალობას გავიწყებს

ფოტო: Sony Pictures

10. და ყველაზე უმნიშვნელო კადრებიც კი გამორჩეული და დასამახსოვრებელია

ფოტო: Sony Pictures

11. ჩამოსვლაში დრო ახალ და საუცხოო მნიშვნელობას იძენს

ფოტო: Sony Pictures

12. აქ ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის წაშლილია

ფოტო: Sony Pictures

13. ეს კი მას მშვენიერთან ერთად, სევდიანსაც ხდის

ფოტო: Sony Pictures