12 000 წლის წინ ჩამოვარდნილმა კომეტამ დედამიწის ყველაზე ცხელი უდაბნო მინად აქცია
ჩილეში მდებარე ატაკამას უდაბნოს, რომელიც დედამიწის ყველაზე მშრალი წერტილია, მეცნიერები ხშირად უცხოპლანეტური გარემოს სიმულაციისთვის იყენებენ, მაგალითად მარსის ზედაპირის სიმულაციისთვის ატაკამას უდაბნო ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია.
ახალი კვლევის თანახმად, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ატაკამას უდაბნოს ტერიტორიაზე ათასობით წლის წინ კომეტა ჩამოვარდა, მისმა დაცემამ კი უდაბნოს ზედაპირი სილიკატის მინად აქცია.
მკლევრებმა ნაშრომი სამშაბათს, ჟურნალ Geology-ში გამოაქვეყნეს.
დაახლოებით 12 000 წლის წინ, უდაბნოს ზედაპირის ტემპერატურის სწრაფმა ზრდამ ატაკამას ქვიშა მინად აქცია და 75 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმა, თუმცა მეცნიერებმა არ იცოდნენ თუ რამ გამოიწვია ასეთი დრამატული ცვლილება.
როგორც უკვე ვთქვით, ატაკამას უდაბნო დედამიწის ყველაზე მშრალი წერტილია და წლიური ნალექების დონე მინიმალურია. ფრაგმენტირებულ უდაბნოს მინაში მეცნიერები ისეთი მინერალების ნარჩენებს პოულობენ, რომლებსაც ის მეტეორები შეიცავენ, რომლებიც დედამიწას ეცემიაან.
შუშაში ნაპოვნი მინერალები ემთხვევა NASA-ს Stardust მისიის ფარგლებში აღმოჩენილ ნაერთებს, რომლებიც კომეტა Wild 2-დან აიღეს. მკლევრები ახლა დარწმუნებულები არიან, რომ ატაკამას უდაბნოში, ათასობით წლის წინ, სწორედ Wild 2-ის მსგავსი კომეტა ჩამოვარდა და ქვიშა მინად გადააქცია.
"ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ჩვენ ხელთ გვაქვს დედამიწაზე კომეტის აფეთქებით გამოწვეული თერმული რადიაციითა და ქარებით შექმნილი მინის რეალური ნიმუშები. ამხელა ტერიტორიაზე ასეთი დრამატული ეფექტი მიგვითითებს, რომ აფეთქება ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ ხშირად გვინახავს ცაზე მანათობელი კომეტები, მაგრამ ისინი ამ კონრეტულთან შედარებით ბევრად პატარებია", — ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ბრაუნის დედამიწის დეპარტამენტის გეოლოგი
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ატაკამას უდაბნოს ეს უცნაური ცვლილება ანტიკურმა გიგანტურმა ხანძრებმა გამოიწვია. ეს მიწები ერთ დროს ბალახითა და მდინარეებით უნდა ყოფილიყო დაფარული. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ მინა უდაბნოში სწორედ ტერიტორიის გადაწვის დროს გაჩნდა.
თუმცა, მინა უფრო რთული შემადგენლობისაა. თუ უდაბნოს ზედაპირს კარგად დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ნაპოვნი მინის ნიმუშები დაკუჭული, დაკეცილი ან დახვეულია. მკვლევრები ამბობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ აფეთქებასა და შემდგომ დარტყმის ტალღებს შეუძლია.
ქიმიური ანალიზით დგინდება, რომ მინა ცირკონს შეიცავს. ცირკონი წარმოადგენს მაგმის ადრეული კრისტალიზაციის ერთ-ერთ პროდუქტს. ცირკონის მისაღებად ტემპერატურის 1 650 გრადუსამდე გაზრდაა საჭირო, რაც ბალახის წვით გამოწვეულ ხანძარში არ მიიღწევა.
ქიმიურმა ანალიზმა კიდევ ორი მინერალი, კუბანიტი (cubanite) და ტროილიტი (troilite) აღმოაჩინა. ორივე მათგანი ნაპოვნია Wild 2 კომეტაზე და სხვა მეტეორებზე.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები