ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" ჩვენ მცდარად მიგვაჩნია — ბოკერია
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საჭიროა მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, თუმცა ლოზუნგს, რომ არჩევნები გაუქმებულია, პარტია მცდარად მიიჩნევს. ბოკერიას თქმით, ისეთი ავტორიტარული რეჟიმის ცვლილებას, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, ძალიან ბევრი მხარდამჭერის მოპოვება სჭირდება.
"ასეთ ვითარებაში, ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ აქვე მინდა წინასწარ საზოგადოებამაც იცოდეს ევროპული საქართველოს პოზიცია, ჩვენმა პარტნიორებმაც კონსულტაციებამდე იცოდნენ, რომ ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" ჩვენ მცდარად მიგვაჩნია არსებითად და პრაგმატულად. მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი სახიფათო, ავტორიტარული რეჟიმების, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდამჭერის მოპოვება სჭრიდება საზოგადოებისგან და მოსახლეობისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას", — აცხადებს ბოკერია.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას წარმატების სწრაფად მიღწევის მოლოდინი არ უნდა შეუქმნას, პირიქით, უნდა მოემზადოს თანმიმდევრული და არამოკლევადიანი ბრძოლისთვის.
"ჩვენ საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არამოკლევადიანი ბრძოლისთვის და ამ წარუმატებლობამ, ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში, იმიტომ, რომ ეს განცხადებები, რომ აღარ შეგვიძლია მოთმენა და რაღაც უნდა ვქნათ, პირიქით, ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიჰილიზმის დამყარებას და სასოწარკვეთაში საზოგადოების ჩაგდებას", — ამბობს ბოკერია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ქალაქსა და თვითმართველ თემში მერობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების 100% დათვალა. შედეგების მიხედვით, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იგებს, სხვა ყველგან — ქართული ოცნება.
ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ისინი სამოქმედო გეგმის წარდგენას აპირებენ. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ "მოპარული არჩევნები" რომელიმე ხელისუფალს შერჩება. აქციას უერთდება მოძრაობა სირცხვილიაც.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები