მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც "ფიქრი" შეუძლია — ნახეთ ვიდეო
იაპონიაში მდებარე ტოკიოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც "ფიქრი" შეუძლია. ამის მეშვეობით მან სადემონსტრაციო ექსპერიმენტის ფარგლებში სხვადასხვა დაბრკოლებას აარიდა თავი და ერთგვარ ლაბირინთში წარმატებით გაიარა.
რობოტი ლაბორატორიაში გაზრდილ ნეირონებს შეიცავს, რომლებიც ელექტრულ იმპულსებს იღებენ, რაც მას სწორი მიმართულებით გადაადგილებაში ეხმარება. ამ ტექნიკას "ფიზიკური რეზერვუარისებრი გამოთვლა" ეწოდება და ნერვული სისტემის აქტივობის მსგავსი მექანიზმის მოწყობილობაში გადმოტანას გულისხმობს. ეს თანმიმდევრული სიგნალების წყალობით მანქანას გარემომცველი ობიეტების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
როცა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტი არასწორი ტრაექტორით მოძრაობს ან წინაღობას ეჯახება, ნერვულ უჯრედებს ელექტრული იმპულსები გადაეცემა მანამ, სანამ ის სწორ გზას არ დაადგება. წრიული ფორმის მოწყობილობის დიამეტრი დაახლოებით 7 სანტიმეტია, მისი სიმაღლე კი 5 სანტიმეტრს შეადგენს.
"დაწყებითი სკოლის ჩვეულებრივი მოსწავლის ტვინი უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაში შემავალ მათემატიკურ ამოცანებს ვერ ამოხსნის, რადგან ამ ორგანოს ფუნქციონირების დინამიკა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, ანუ "ფიზიკური რეზერვუარი" სავსე არაა. ამ სირთულის დავალების ამოხსნის უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ბევრი დროით-სივრცითი მოდელის ფორმირების საშულებას იძლევა ნერვული ქსელი", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერთა განცხადებით, ახალი მიღწევა ადამიანის მსგავსად "მოაზროვნე" რობოტებისა და სუპერკომპიუტერების შექმნისკენ გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კომენტარები