სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი დღითიდღე ჩქარდება და სიახლეები მუდმივად იჩენს თავს, ადამიანებს უფრო და უფრო გვიმძაფრდება ყველაფრის მოსწრების, მრავალფეროვანი ინტერესების დაკმაყოფილებისა და თავგადასავლების გამოცდის სურვილი. ასეთ დროს კი საჭიროა შენ გვერდით იყოს ვინმე, ვინც მუდმივად სიახლეებზე იქნება ორიენტირებული და შენი მისწრაფებების რეალობად ქცევაში დაგეხმარება.

სწორედ ასეთია ახალი თაობისთვის შექმნილი ბრენდი თიბისი Z, რომელიც სულ შენთანაა, შენს ფიქრებსა და სურვილებს მუდმივად ისმენს და ახალ-ახალ შეთავაზებებს სწორედ შენივე ინტერესების მიხედვით ქმნის.

ბრენდი, რომელმაც შექმნის დღიდანვე გააჟღერა საკუთარი მისია — იყოს ახალი თაობის უპირობო მხარდამჭერი — მოსწავლეებსა და სტუდენტებს ყოველდღიურად, თავიანთი ინტერესების მიხედვით, საყვარელ ბრენდებსა და მომსახურებაზე ფასდაკლებას, ქეშბექს თუ სპეციალურ პირობებს სთავაზობს. და მაინც, რას გულისხმობს თიბისი Z-ის შეთავაზებები?

თიბისი Z-ის შეთავაზებები — ყველგან, სადაც ახალი თაობაა

თიბისი Z-ის შეთავაზებები ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელიც ახალი თაობისთვის პრიორიტეტულია — კვება, მგზავრობა, ხელოვნება, ლიტერატურა, გეიმინგი, თავის მოვლა, გართობა — ეს სია უსასრულოა, რადგან ბრენდი მუდმივ კონტაქტშია ახალი თაობის წარმომადგენლებთან, ისმენს მათ სურვილებს, ფეხდაფეხ მიჰყვება მათ მისწრაფებებს და შეთავაზებებსაც სწორედ იმის მიხედვით ადგენს, თუ რა სურს და სჭირდება მათ.

თიბისი Z არის იქ, სადაც ახალი თაობაა. სწორედ ამიტომაა, რომ შეთავაზებებიც ყველა იმ მიმართულებას ფარავს, რომელიც ახალ თაობას მოსწონს.

კვება

თუკი Wolt-დან გამოიძახებ KFC-ს და გადაიხდი Z ბარათით, მიტანის საფასური უკან, ვოლტის ანგარიშზე დაგიბრუნდება.


მგზავრობა

წლის ბოლომდე მოქმედებს აქცია ქარისა და Scroll-ის სატრანსპორტო სერვისებზე — თუ ქარსა და სქროლზე მგზავრობის საფასურს სტუდენტის Z ბარათით გადაიხდი, თანხის 30% ქეშბექის სახით უკან დაგიბრუნდება.

ფოტო: თიბისი Z


ხელოვნება

თბილისში, კავეას კინოთეატრებში და ბათუმში, კინოთეატრ აპოლოში მოსწავლის Z ბარათით კინოს ბილეთს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენ — ეს უპრეცედენტო სიახლეა, რადგან აქამდე კინოში სხვადასხვა სახის ფასდაკლება, უმეტესად, სტუდენტებზე იყო გათვლილი, ახლა კი ამ სიახლით მოსწავლეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ახალ ანიმაციურ თუ სხვა ჟანრის ფილმებს დიდ ეკრანებზე უყურონ.

აღსანიშნავია, რომ ბრენდი თაობა Z-ს მხოლოდ სპეციალურ პირობებს კი არ სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტსა თუ სერვისზე, არამედ მათ მუდმივად უჭერს მხარს თავიანთი ინტერესების უკეთ რეალიზებაში — მაგალითად, ახლახან, თიბისი Z-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდა არტისტებმა საკუთარი ყოველდღიურობა ორიგინალურ და კრეატიულ ილუსტრაციებში ასახეს.

ფოტო: Tata Managadze / თიბისი Z

ფოტო: ანანო ლეკიაშვილი / თიბისი Z


ლიტერატურა

ახალი თაობისთვის კითხვა და ლიტერატურასთან სიახლოვე პრიორიტეტულია, ამიტომაც შეთავაზებები კითხვის მოყვარულებისთვისაც აქტიურია — თიბისი Z-ის მომხმარებელი სტუდენტებისა თუ მოსწავლეებისთვის ყოველ შაბათ-კვირას ბიბლუსის ქსელში მოქმედებს 40%-იანი ქეშბექის შეთავაზება.


გეიმინგი

თიბისი Z მომხმარებელს როგორც პროდუქტულ სარგებელს, ისე ცხოვრების სტილთან შესაფერის სიახლეებს სთავაზობს. მაგალითად, ბრენდმა იცის, რომ ახალ თაობას ძალიან უყვარს გეიმინგი, ამიტომაც Z ბარათების მფლობელებისთვის ონლაინ გეიმინგის პლატფორმებზე მუდმივი 20%-იანი მომენტალური ქეშბექი მოქმედებს. მეორე მხრივ კი, თიბისი Z ახალგაზრდების სურვილებისა და ინტერესების სადარაჯოზე სხვა მიმართულებითაც დგას — ამის დასტურია ის, რომ ახლახან თიბისი Z-მ მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული E-sport ღონისძიების, DOTA 2-ის საერთაშორისო ჩემპიონატის ქართული ტრანსლაცია ჩაატარა.


თავის მოვლა

თიბისი Z, ჯპს-სთან ერთად, ახალგაზრდებს თავის მოვლის ტოპ ბრენდებზე ყოველ ხუთშაბათს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. Nuxe, BodyShop, Topicrem, Uriage — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბრენდებისა, რომელთა გამორჩეული პროდუქცია, ამ შეთავაზების დახმარებით, Z ბარათის მფლობელებისთვის ჯპს-ის აფთიაქების ქსელში ნახევარ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.


სტილი

ფოტო: თიბისი Z

საინტერესოა ისიც, რომ ეს შეთავაზებები ხანგრძლივია, თუმცა, ამასთან ერთად, პერიოდულად მომხმარებლებს დამატებითი, მოკლევადიანი აქციებით სარგებლობაც შეუძლიათ. მაგალითად, ახლახან ახალი თაობის საყვარელ ტანსაცმლის ქართულ ბრენდში, Reckless-ში თიბისი Z-ის მომხმარებლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებდა. ასევე, Z ბარათის მფლობელებს ნახევარ ფასად შეეძლოთ შეეძინათ ყველასთვის საყვარელი Instant ფოტოაპარატი, ხოლო კონვერსის კედებზე 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ.

ყოველი თვის 10-15 რიცხვებში მინისოში 20%-იანი ქეშბექი მოქმედებს. ასე რომ, მინისოს ფერად-ფერადი აქსესუარები თუ სასკოლო ნივთები ახალი თაობისთვის ამიერიდან კიდევ უფრო ხელმისაწვდომია.

ფოტო: თიბისი Z


თიბისიში ამბობენ, რომ განათლების, ხელოვნების, გეიმინგის, ურბანული სპორტის თუ სხვა მიმართულებით მომავალშიც არაერთ პროდუქტს, სერვისს თუ ღონისძიებას შესთავაზებენ მომხმარებელს.

ფოტო: თიბისი Z

მოსწავლისა და სტუდენტის ნაკრების გამოწერა შეგიძლია ვებსაიტზე www.TBCZ.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში. Z ბარათის აღება სრულიად უფასოა. ასევე უფასოა მობაილ და ინტერნეტ ბანკი და არ გაქვს წლიური თუ თანხის განაღდების საკომისიო.

ბარათები 10 ფერშია ხელმისაწვდომი და მათი აღება 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს და 18-23 წლის სტუდენტებს შეუძლიათ.