TI: დაწინაურების სისტემას გავლენიანი მოსამართლეების კლანი შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად იყენებს
ფოტო: www.sydneycriminallawyers.com.au
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, დაწინაურების სისტემას გავლენიანი მოსამართლეების კლანი შიდა ძალაუფლების შენარჩუნების მნიშვნელოვან ბერკეტად იყენებს. ამაზე საუბარია კვლევაში, სადაც TI-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ 2015-2020 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა.
კერძოდ, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა საერთო სასამართლოების სისტემაში არა დამსახურების პრინციპზე დაფუძნებით, არამედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების შესაბამისად მიიღება. TI-ის განცხადებით, ამის შესაძლებლობას მათ არსებული სამართლებრივი მოწესრიგება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი აძლევთ.
TI მიუთითებს, რომ მოსამართლეთა დაწინაურებისას ძირითად პრობლემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების არაჯანსაღი მიზნებით გამოყენება წარმოადგენს. კერძოდ, მათი შეფასებით, მოსამართლეთა ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანისას არ არის გათვალისწინებული კონკრეტული სასამართლოს საკადრო საჭიროებები, ზედაპირული და არაშინაარსობრივია გასაუბრების პროცესიც, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება და ძირითადად კანდიდატის მოტივაციის შესახებ ინფორმაციას ეხება.
"საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პირობებში, გაუგებარია ნამდვილად დამსახურების მიხედვით გამოიყენა თუ არა საბჭომ დადგენილი წესები და კრიტერიუმები კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების დროს", — აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკადრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არათანმიმდევრულია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2015 წლიდან დღემდე კონკურსის გარეშე 35 მოსამართლე დაწინაურდა და სხვადასხვა სასამართლოებიდან ისინი უმეტესად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს. TI-ის თქმით, მხოლოდ, 3 შემთხვევაა ისეთი, როდესაც მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს.
ფოტო: TI
ორგანიზაციის შეფასებით, კითხვებს ბადებს მოსამართლეთა უმეტესობის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურების ტენდენცია, მაშინ, როცა რაიონულ სასამართლოებში, მოსამართლეთა რაოდენობა გაცილებით უფრო პრობლემურია.
"ამის მაგალითია გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან მოსამართლე ნინო შარაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაწინაურება, რის შედეგადაც გორის რაიონული სასამართლო ნახევარი წლის განმავლობაში სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლის გარეშე დარჩა", — ნათქვამია მიგნებებში.
როგორც კვლევაშია განმარტებული, მოსამართლეთა დაწინაურების არსებული წესი უმეტესად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სასამართლოებს შორის მოსამართლეთა ე.წ. როტაციის მიზნით გამოიყენება. კვლევის ავტორების განცხადებით, სწორედ, მსგავსი "საკადრო მანიპულაციებით" ინარჩუნებს ე.წ. კლანი გავლენებს სასამართლო სისტემაში.
ფოტო: TI
"მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ დაწინაურდა. ამის შემდგომ, 2020 წლის 31 ივლისის ბრძანებით, იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაიყვანეს და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნეს დიმიტრი გვრიტიშვილის ადგილზე, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2020 წლის დეკემბრიდან კი მშვენიერაძე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარეა", — ვკითხულობთ კვლევაში.
TI-ის განცხადებით, "მიტაცებული" იუსტიციის საბჭოს არსებობა საფრთხეს უქმნის სასამართლოს გაჯანსაღებასა და მისი რეალური დამოუკიდებლობის მიღწევას. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება, საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურებითა და საკადრო გადაწყვეტილებებით მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევს, რაც ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის საფრთხეებს აჩენს და კორპორატივიზმის პრინციპზე დაფუძნებულ მმართველობას აძლიერებს.
გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეთა დაწინაურების არსებული პრაქტიკა საფრთხის ქვეშ აყენებს ზემდგომ ინსტანციებში უფრო მეტად კვალიფიციური მოსამართლეების მოხვედრის შესაძლებლობას.
"სასამართლო სისტემაში არსებული რეალობის გათვალისწინებითა და მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პირობებში, ობიექტური დამკვირვებლისთვის გაუგებარი რჩება მოსამართლეები დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩნენ თუ არა. ამასთან, გაუმჭვირვალე პროცედურის პირობებში შესაძლებელი ხდება, რომ კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით სხვებს გადაწონის, ვერ დაწინაურდეს", — აღნიშნულია კვლევაში.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, პროცესის ფორსირებულად და დაუსაბუთებლად წარმართვა, ეჭვებს ბადებს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ამ პროცესისადმი საზოგადოების უნდობლობას. მათივე თქმით, როგორც წესი, დაწინაურება მხოლოდ "გავლენიანი ჯგუფისადმი" ლოიალურად განწყობილ მოსამართლეებს ეხებათ.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ დაწინაურების არსებული პრაქტიკის გამოყენებით, სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი ყველაზე დიდ და გავლენიან სასამართლოებს მათდამი ლოიალური და ერთგული კადრებით აკომპლექტებს.
TI-ის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის პარალელურად, 2019 წლის ივლისში გააქტიურდა. კვლევის მიხედვით, ამ პროცესის შედეგად, სააპელაციო სასამართლოში 22 მოსამართლე დაწინაურდა, მათგან, 12 მოსამართლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობდა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებულ მოსამართლეთა გავლენები სასამართლო სისტემაში, როგორც წესი, სწრაფი ტემპით იზრდება და დაწინაურებული მოსამართლეების სწრაფი კარიერული წინსვლის არაერთი მაგალითი არსებობს, მათ შორის, კვლევაში განხილულია ლევან მიქაბერიძის, ვლადიმერ კაკაბაძის, გოჩა აბუსერიძისა და ხვიჩა კიკილაშვილის მაგალითები.
"უნდა აღინიშნოს ლევან მიქაბერიძის შემთხვევა. იგი 2019 წელს პირველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურდა. რამდენიმე თვეში მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და საკვალიფიკაციო პალატის წევრი გახდა. ხოლო, 2021 წლის 26 მაისის მოსამართლეთა კონფერენციაზე ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად აირჩიეს", — ნათქვამია კვლევის მიგნებებში.
მკვლევარების თქმით, დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ამ პროცესზე კონტროლს მხოლოდ სასამართლო კორპუსს უტოვებს. მათი განცხადებით, კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, უმჯობესი იქნება პროცესში სხვა პროფესიული წევრებიც მონაწილეობდნენ.
"შესაბამისად, იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ბილატერალური მხარდაჭერის წესით, კერძოდ არამოსამართლე წევრების მონაწილეობით უნდა მიიღებოდეს", — აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების ფარული კენჭისყრით მიღება ვერ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, რადგან ფარული კენჭისყრის არსებობა გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთებასა და შემდეგ მის გასაჩივრებას გამორიცხავს.
TI-ის განცხადებით, პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილება დაწინაურების თაობაზე საბჭოს არამოსამართლე და მოსამართლე წევრების ორმაგი 2/3 უმრავლესობით მიიღებოდეს. თუმცა, ორგანიზაციის თქმით, ამავდროულად პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ნეიტრალური და დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტება.
ამასთან, მათი რეკომენდაციით, მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის წესს, ორგანული კანონის 37-ე მუხლს, საგამონაკლისო ხასიათი უნდა ჰქონდეს და იგი ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანის შესაძლებლობას არ უნდა ითვალისწინებდეს. TI-ის თქმით, პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ საბჭო ამ მუხლს არა კონკრეტული სასამართლოების საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ მოსამართლეთა დაწინაურებისთვის იყენებს.
"მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, ორგანული კანონის 41-ე მუხლზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს. შესაბამისად, საბჭომ უნდა შეასრულოს ორგანული კანონით დადგენილი ვალდებულებები და შეიმუშაოს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე შეფასებით, გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე ღია კენჭისყრით უნდა მიიღებოდეს, ვინაიდან კენჭისყრის ფარულობა სათანადო დასაბუთებასა და შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, მკვლევარების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას.
კვლევის მეთოდოლოგია: წინამდებარე კვლევაში მოცემული ძირითადი მიგნებები სასამართლო სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული კვლევის შედეგად გაკეთდა, რაც მოიცავს არსებული კანონმდებლობისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დეტალურ ანალიზს, არსებული განწყობების შესწავლას მოსამართლეებთან და საბჭოს არამოსამართლე წევრთან კომუნიკაციის საფუძველზე და საზოგადოებრივი აზრის მონაცემების ანალიზს. ამასთან კვლევის მიგნებები არ ეყრდნობა ანგარიშში მოცემულ ინტერვიუებს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ არსებული განწყობების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები