როგორ მოვახდინოთ კონცენტრაცია ხმაურიან გარემოში — ნახეთ მარტივი ხერხი

ფოტო: ScienceAlert
ადამიანებს ხმაურიან გარემოში ინფორმაციის მიღება უჭირთ, ალბათ ეს ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, თითების თანაბარ რიტმში კაკუნი ხმაურისას კონცენტრირებაში დაგვეხმაროს.
მკვლევრებმა იმის გასარკვევად რამდენიმე ექსპერიმენტი დაგეგმეს, თუ რა როლი აქვს მოძრაობას საუბრის გაგებაში. როგორც ისინი წერენ, "მოტორული სისტემა პასუხისმგებელი მხოლოდ მოძრაობების შესრულებაზე არაა. ის ინფორმაციის აღქმასა და გამოყენებაში აქტიურად მონაწილეობს".
ექსპერიმენტში ფრანგულ ენაზე (მშობლიურ) მოსაუბრე ადამიანები ჩართეს. მათ 40 წინადადებიანი ჩანაწერები ხმაურის ფონზე მოისმინეს. კვლევა სამი სხვადასხვა ექსპერიმენტისგან შედგებოდა, თუმცა ძირითადი დასკვნები მეორე ექსპერიმენტიდან მიიღეს.
ყოველ ჯერზე, სანამ მონაწილეები ჩანაწერებს მოისმენდნენ, სხვადასხვა რიტმებს წინასწარ ამზადებდნენ. მაგალითად, შეეძლოთ, საკუთარი ტემპით თანაბარ რიტმში ეკაკუნებინათ თითები ან მუსიკალურ რიტმს აჰყოლოდნენ, ასევე კაკუნის გარეშე მოესმინათ რიტმისთვის ან საუბრის დაწყებას უბრალოდ ჩუმად დალოდებოდნენ.
შემდეგ მკვლევრებმა შეაფასეს, მონაწილეებმა ინფორმაცია ჩანაწერებიდან რამდენად სწრაფად და ზუსტად აღიქვეს. აღმოჩნდა, რომ მას, ვინც წინასწარ რაიმე რიტმი მოამზადა, წინადადებაში სიტყვების ამოცნობა უკეთ შეეძლო.
"ეს შედეგები ბუნებრივი საუბრის დროითი დინამიკის აღქმაში მოტორული სისტემის ფუნქციურ როლზე მიუთითებს", — ასკვნიან ავტორები.
ასე რომ, თუ ხმაურიან გარემოში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება გიჭირს, ეს მეთოდი სცადე. იქნებ თითების რიტმული კაკუნი მართლა დაგეხმაროს.
კვლევა გამოქვეყნდა გამოცემაში Proceedings of the Royal Society B.
კომენტარები