ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმმა ხნულები "განაახლა". როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამხაურში განმარტავენ, მათ ახალი ხნულები არ გაუკეთებიათ.

"ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდებოდა ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის განახლება. მომხდარზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია", — განუაცხადეს On.ge-ს უწყებაში.