ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, Mt. San Antonio College, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

გამოფენაზე ასევე გაიმართება ოქროს სპონსორების სემინარები, რომელზე დასწრებაც საშუალებას მოგცემთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ მათ შესახებ.

სემინარების განრიგი:

Mt. San Antonio College - 13:00 საათზე;

IE University - 14:00 საათზე.

რეგისტრაცია და მონაწილეობის მიღება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის CBS International Business School-ის (სი ბი ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი 2020 წლის თებერვალში ასევე იმყოფებოდა ვიზიტით თბილისში. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთესად შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ მათ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში. ამჯერად უნივერსიტეტი ვირტუალურად ბრუნდება პოტენციურ სტუდენტებთან შესახვედრად.

CBS საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 1993 წელს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში დაარსდა და გამოირჩევა ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანით ბიზნესის სფეროში. იგი გამოყენებითი მეცნიერებების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომლის სლოგანია „თქვენი კარიერა ჩვენი ამოცანაა.“ მისი კამპუსები გერმანიის ულამაზეს ქალაქებში, კიოლნში, მაინცსა და პოტსდამში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს 75 ეროვნების დაახლოებით 1900-მდე სტუდენტი სწავლობს. CBS პარტნიორული ურთიერთობები აქვს 120-ზე მეტ სხვა უნივერსიტეტთან და მრავალ კომპანიასთან.

უნივერსიტეტი აპლიკანტების საბაზისო მოსამზადებელ ე.წ. foundation პროგრამასაც სთავაზობს. პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელია. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში - 2. გამონაკლისია საერთაშორისო MBA-ს დაჩქარებული პროგრამა, რომელიც 1 წელი გრძელდება.

საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, როგორც კერძო უნივერსიტეტი, აკრედიტებულია სახელმწიფო დონეზე Wissenschaftsrat-ისა (German Science Council) და the North Rhine-Westphalian Ministry of Science-ის მიერ. გარდა ამისა, პროგრამები აკრედიტებულია FIBAA-ს მიერ (Foundation for International Business Administration Accreditation) German Accreditation Council-ს სახელით და ასევე International Accreditation Council for Business Education (IACBE)-ს მიერ.

სწავლის საფასური მოსამზადებელ პროგრამაზე არის 10 500 ევრო. საბაკალავრო პროგრამებზე ფასი 13800 ევროდან 14500 ევრომდე მერყეობს წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე - 14500 ევროდან 23000 ევრომდე წელიწადში.

დაფინანსების კუთხით CBS ხელმისაწვდომს ხდის არა ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალი სტუდენტებისათვის დამატებით დაფინანსებას, რაზეც წინასწარ უნდა მიმართოთ უნივერსიტეტს ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ერთჯერად 3000 ევროიან თანადაფინანსებაზე.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. შეუერთდით ღონისძიებას: https://leafonlinefair.com/