არჩევნებზე სისტემური დარღვევების განგრძობადი ტენდენცია შემაშფოთებელია — GDI
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევათა სისტემატურობამ და სიმძიმემ ამომრჩეველთა მიერ არჩევანის თავისუფალ გამოვლენაზე უარყოფითი გავლენა იქონია. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მონიტორინგში მონაწილე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ არაერთი ცალკეული ცდომილება, თუ სისტემური დარღვევების ტენდენცია გამოვლინდა, რომელმაც ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე იქონია გავლენა.
"კვლავაც პრობლემად რჩება საარჩევნო კარუსელი, საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა ფულის გადაცემის გზით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სპეციალურ სიებში ამომრჩევლების უსაფუძვლოდ დაფიქსირება და მარკირების წესის დარღვევა. ცალკეული პრობლემები გამოიკვეთა, ასევე, მარკირების წესების უგულებელყოფასთან, გადასატანი ყუთისა და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით", — ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.
მათივე თქმით, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე მიუთითებს ეუთო (OSCE) და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მისია 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზო პირობებმა.
ეუთოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის მიერ მომზადებულ შეფასებას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთიც. საკუთარ შეფასებებში კრიტიკული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც, ოფიციალური განცხადების მიხედვით, [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მეტიც, საელჩოს განცხადებით, სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილმა ზღვარმა და ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებამ წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.
"ფაქტია, მმართველ პარტიას კვლავაც არ გააჩნია ნება უარი თქვას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, არასამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნასა და ამომრჩევლის ნების კონტროლის სხვადასხვა მახინჯ პრაქტიკაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეთა არჩევანის თავისუფალ გამოვლენასა და მათ შედეგებში სრულფასოვან ასახვაზე. არჩევნების უსამართლო და არათავისუფალი გარემო, მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის ენით გაჯერებული საარჩევნო კამპანია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მას დასავლური ღირებულებებისაგან კიდევ უფრო მეტად აშორებს", — აცხადებს GDI.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები