ნეანდერტალელების ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარი — მეცნიერები იდუმალ გამოქვაბულს სწავლობენ
გიბრალტარის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს ფენა, რომელიც ქვიშით იყო დაფარული და დაახლოებით 40 000 წლის განმავლობაში მშვენივრად შემოინახა. აღმოჩენამ შესაძლოა ნეანდერტალელების შესახებ გაჩენილ ბევრ შეკითხვას უპასუხოს.
"ნეანდერტალელები დაახლოებით 200 000-დან 40 000 წლის წინ ევრაზიის ტერიტორიაზე სახლობდნენ. დღეს კი ჩვენ გამოქვაბულში, ქვიშის ქვეშ მათი კვალი აღმოვაჩინეთ", — უთხრა გიბრალტარის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა კლაივ ფინლაისონმა Live Science-ს.
ფინლაისონმა აღმოჩენა გამოქვაბულის კვლევისას გასულ თვეს გააკეთა. ის 13 მეტრის სიგრძისაა. ამასთან, გამოქვაბულის პალატის ზედაპირის გასწვრივ მკვლევრებმა აღმოაჩინეს ფოცხვერის, აფთრების და გრიფონების ნაშთები.
მკვლევრებს ერთი სული აქვთ თუ როდის დაიწყებენ გათხრებს. არის შესაძლებლობა, რომ გუნდმა ნეანდერტალელის სამარხიც აღმოაჩინოს.
"ოთხი წლის წინ პალატასთან ახლოს 4 წლის ნეანდერტალელის კბილი აღმოვაჩინეთ. მაშინ ვიფიქრეთ, რომ კბილი, ისევე როგორც მკვდარი ნეანდერტალელის სხეული ადგილზე აფთრებმა მიიტანეს", — ამბობს ფინალაისონი.
მას შემდეგ, მკვლევრებმა გამოქვაბულში ნეანდერტალელების არსებობის მრავალი მტკიცებულება აღმოაჩინეს, მათ შორის მოჩუქურთმება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მათი ნამუშევრები.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ნეანდერტალელების "საწყობი" იყო, სადაც ისინი სხვადასხვა ნივთებს ინახავდნენ. მეტიც, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გამოქვაბულის ეს იდუმალი სისტემა ნეანდერტალელების ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარი იყო, სანამ ისინი გადაშენდებოდნენ დაახლოებით 40 000 წლის წინ.
უფრო მეტ დეტალს შემდგომი კვლევებით გავიგებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები