თალიბანმა ჰელმანდის პროვინციაში სტილისტებს კლიენტების წვერის გაპარსვა აუკრძალა
ავღანეთში თალიბანის მიერ დაწესებული აკრძალვების რიცხვი თანდათანობით იზრდება. ცოტა ხნის წინ ჰელმანდის პროვინციაში სტილისტებს კაცების წვერის გაპარსვა და შეჭრა აეკრძალათ, სალონში და საზოგადოებრივ აბანოში კი მუსიკის ჩართვა ნებადართული აღარაა.
"ის, ვინც რომელიმე სალონში ან საზოგადოებრივ აბანოში სხვას წვერს გაპარსავს ან მუსიკას ჩართავს, შარიათის კანონის მიხედვით დაისჯება და მათ პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ ექნებათ", — წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ქალბულში მცხოვრები სტილისტების ნაწილი ადასტურებს, რომ აღნიშნული ბრძანება თალიბანისგან უკვე მიიღეს.
"მებრძოლები მოდიან და წვერის შეჭრას გვიკრძალავენ. ერთმა ისიც მითხრა, რომ მათ ჩვენს შესამოწმებლად გადაცმული ზედამხედველების შემოგზავნაც შეუძლიათ", — ამბობს ერთ-ერთი სტილისტი.
სხვა სტილისტის თქმით, მთავრობის წარმომადგენელმა დაურეკა და უბრძანა, რომ "ამერიკულ სტილს არ მიბაძოს".
ეს თალიბანის მიერ დაწესებულ აკრძალვათაგან მხოლოდ ერთ-ერთია. BBC-ის ცნობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მერმა, ჰამდულა ჰომეინმა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ქალებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა მანამ, სანამ მათ სამუშაო ადგილს კაცები არ შეავსებენ. მისი თქმით, თალიბანმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ქალებმა გარკვეული ხნით მუშაობა შეწყვიტონ.
ქაბულის მერის განცხადებით, ქალაქში დასაქმებულთა მესამედი ქალები არიან. მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს, მაგალითად, სამუშაოს შეინარჩუნებენ ისინი, ვინც ქალთა საპირფარეშოებში მუშაობდნენ, სადაც კაცებს შესვლა არ შეუძლიათ, პოზიციებზე კი, რომლის დაკავებაც კაცებს შეძლებენ, ქალები მუშაობას ვეღარ მოახერხებენ.თალიბანმა ავღანეთზე კონტროლის დამყარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, არაერთი სიახლე დააანონსა, თუმცა ის ძირითადად ძველ მიდგომებს იმეორებს.
12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თალიბანი ქალი სტუდენტებისთვის სწავლის ახალი წესების შემოღებას აპირებს. კერძოდ, აიკრძალება ქალებისა და კაცების ერთად სწავლება და გადაიხედება სასწავლო პროგრამაც. განათლებაზე წვდომის შეზღუდვის გარდა, მათ ქალებს აუკრძალეს სამსახურებში მისვლაც. 18 სექტემბერს კი, თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა და ღირსებისა და მანკიერების სამინისტროთი ჩაანაცვლა, რომელიც წარსულში მკაცრი რელიგიური დოქტრინების გატარებას ემსახურებოდა.
ამავე თემაზე:
- თალიბებმა ადამიანთა გატაცებაში ეჭვმიტანილთა ცხედრები საჯაროდ ჩამოკიდეს;
- ქაბულში ქალები მუშაობას მხოლოდ საპირფარეშოებში შეძლებენ — BBC;
- თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო დახურა;
- თალიბანი ქალი სტუდენტებისთვის სწავლის ახალ წესებს აანონსებს;
- თალიბებმა მათი თანხმობის გარეშე საპროტესტო აქციები და სლოგანები აკრძალეს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
კომენტარები