ირაოს კამპანია თანამშრომელთა ვაქცინაციის წასახალისებლად — ინტერვიუ ლიკა გელაშვილთან
სადაზღვევო კომპანია ირაომ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლების წამახალისებელი კამპანია ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ჯამში ირაოს თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი — 70% უკვე აცრილია, 23% კი გეგმავს აიცრას უახლოეს მომავალში.
ჩვენ წამახალისებელი კამპანიისა და პანდემიის პერიოდში განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ ირაოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ლიკა გელაშვილს ვესაუბრეთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ირაოსთვის იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობა?
ირაოსთვის, როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს მომხმარებლებს, ადამიანების ჯანმრთელობასა და დაცულობაზე ზრუნვა პანდემიამდეც უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენდა. პანდემიამ კი ყველასთვის განსაკუთრებულად გაამძაფრა ჯანმრთელობის მნიშვნელოვნების აღქმა და უფრო მეტიც, ფაქტობრივად, ყველას დაგვაკისრა ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის პასუხისმგებლობა.
რადგან დღეისათვის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტობრივად ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება იმუნიზაციაა, რა თქმა უნდა, იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობა ჩვენთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც შევთავაზეთ თანამშრომლებს წამახალისებელი აქცია.
მოგვიყევით ირაოს მიერ წამოწყებული აცრის წამახალისებელი კამპანიის შესახებ — რა ტიპის აქტივობები ან შეღავათები შესთავაზეთ თანამშრომლებს?
ირაო ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც იმუნიზაციის პროცესის წამახალისებელი აქცია შესთავაზა თანამშრომლებს. ჩვენი აქცია ერთი თვის პერიოდს მოიცავდა და გულისხმობდა, თანამშრომლის სურვილის შესაბამისად, ფულად წახალისებას ან დამატებით უქმე დღეებს. ამ ეტაპისთვის კომპანიის თანამშრომელთა 70%-ია აცრილი და აცრილ თანამშრომელთა 22%-მა სწორედ აქციის პერიოდში ჩაიტარა იმუნიზაცია.
საჯაროდაც და პროფესიულ წრეებშიც ხშირად განიხილავენ და აფასებენ COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრების წამახალისებელ აქციებს და ასევე, ვინ რა ტიპის წახალისებას სთავაზობს თანამშრომლებს. მიგვაჩნია, რომ თანამშრომლებისათვის იმუნიზაციის წამახალისებელი აქციის შეთავაზების უმთავრესი დანიშნულებაა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან აცრის მნიშვნელოვნების ხაზგასმა და იმუნიზაციის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა.
რა სახის ზომები მიიღო ირაომ პანდემიის პერიოდში უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით?
პანდემიის პერიოდში ირაო მაქსიმალურად ოპერატიურად გადაეწყო ფაქტობრივად საგანგებო სამუშაო რეჟიმზე: პირველი და ყველაზე მკაცრი შეზღუდვების შემოღებისთანავე მთელი კომპანია სრულად გადავიდა ონლაინ სამუშაო რეჟიმზე, რაც ჩვენი IT მიმართულების თავდაუზოგავი და პროფესიონალური მუშაობის შედეგად უმოკლეს დროში შევძელით;
შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად მოხდა ყველა რეგულაციის დაცვისათვის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა და მონიტორინგის სისტემის შემუშავება; ოფისი სრულად აღიჭურვა უსაფრთხოების თუ სადეზინფექციო მასალებით; სამუშაო სივრცეები გადაეწყო უსაფრთხო დისტანციის გათვალისწინებით; დიდი დეპარტამენტებისთვის შემუშავდა სამუშაო გრაფიკები ერთი მხრივ თანამშრომელთა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ, სამუშაო ეფექტურობის შენარჩუნებისათვის; თანამშრომლებს შევთავაზეთ ალტერნატივა — ემუშავათ ოფისიდან ან დისტანციურად და არჩევანის შესაბამისად, მოვახდინეთ სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა; ამ პროცესის პარალელურად, HR დეპარტამენტი სხვადასხვა აქტივობას ახორციელებდა თანამშრომელთა მხარდაჭერისათვის, ახალ სამუშაო (და არა მხოლოდ) რეალობასთან ადაპტაციის გასამარტივებლად და ურთიერთობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.
მუშაობის როგორი მოდელით ხელმძღვანელობს ირაო?
ამჟამად ჰიბრუდულ სამუშაო რეჟიმს ვინარჩუნებთ. მართალია, ნეგატიური მიზეზით გამოწვეულმა, მაგრამ უკვე ფაქტობრივად ორი წლის მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვიდასტურა, რომ როცა კომპანია და მისი თანამშრომლები გამოირჩევიან მიღწევის მაღალი მოტივაციით, სწრაფად რეაგირებენ ცვლილებებზე, შეუძლიათ პროცესებსა და სისტემებთან ოპერატიულად ადაპტაცია, თავისუფლად არის შესაძლებელი, სამუშაო ადგილი მხოლოდ კომფორტის და სურვილის მიხედვით აირჩიო.
ასეა ჩვენთანაც — თანამშრომელი თავად ირჩევს როგორ ფორმით ურჩევნია მუშაობა. სამუშაო პროცესები სრულად გადაწყობილია ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის შესაბამისად.
რა იგეგმება მომავალში თანამშრომლების წახალისების კუთხით?
ამ ეტაპისთვის ირაოს თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამიტომ სამომავლო წამახალისებელი აქტივობების საჭიროებაც და ტიპიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ტენდენციები გამოიკვეთება პროცესის მიმდინარეობისას.
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები