რეკორდულ დროში — ჩინეთში 12 დღეში 7-სართულიანი სასტუმრო ააშენეს
ჩინეთი მშენებლობის სწრაფი ტემპით ცნობილია. მაგალითისთვის, 2020 წელს 1000 საწოლიანი, 25 000 კვადრატული მეტრის საავადმყოფო სულ რაღაც 9 დღეში აშენდა.
როგორც ჩანს ჩინეთი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ამჯერად ქალაქ ჟუჰაის შვიდსართულიანი სასტუმრო სულ 12 დღეში შეიქმნა.
პროექტის უკან სამშენებლო კომპანია China State Construction-ია, რომელმაც გამოიკვლია თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ შეეძლო შენობის აღმართვა.
მაშ, როგორ ააწყობთ სრულფასოვან, ფუნქციურ სასტუმროს ორ კვირაზე ნაკლებ დროში?
კომპანიის თქმით, ნაგებობის უმეტესი ნაწილი ქარხანაში ეწყობა. სასტუმროს 80 პროცენტზე მეტი სწორედ მაღალტექნოლოგიურ ქარხანაში შეიქმნა. ამ გზით გაუმჯობესდა მშენებლობის სიზუსტე და ხარისხი. ამასთან, შემცირდა ფიზიკური შრომა და საფრთხე.
და როგორც ქვემოთ მოცემულ YouTube-ის ვიდეოში ჩანს, შენობის ნაწილები და კომპონენტები უკვე მუშებმა ააწყვეს, რომლებსაც მხოლოდ ნაწილების ერთმანეთთან "დაერთება" ჰქონდათ დარჩენილი — დაახლოებით ისე როგორც იკეას გარდერობის აწყობა ხდება.
თუმცა, შვედური ავეჯის კომპანიის საყვარელი სისტემის გარდა, ჩინურმა კომპანიამ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უფრო აქტიურად დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მთელი სისტემა არა მხოლოდ დროის და ხარისხის თვალსაზრისითაა უფრო ეფექტური, არამედ ამცირებს მატერიალურ ნარჩენებს, სამშენებლო ნარჩენებს და ენერგიის მოხმარებას შესაბამისად 25-70 და 55 პროცენტით.
იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობის უმეტესი ნაწილი უშუალოდ ქარხანაში წარმოებს, ადგილზე მშენებლობის ფაქტორი მნიშვნელოვნად მცირდება, რაც მშენებლობისგან გამოწვეულ ხმაურსაც ფაქტიურად ბოლომდე აქრობს.
დაბოლოს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მშენებლობის დროს გამოყენებული სტანდარტიზებული სამშენებლო მეთოდისა და შენობის დაშლის პროცესების გათვალისწინებით, კომპონენტების ხელახლა გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწილების მეორადი გამოყენების მაჩვენებელი 90 პროცენტს აღწევს.
ასე რომ მშენებლობის ეს ახალი სისტემა არა მხოლოდ რეკორდული სიჩქარით, არამედ პრაქტიკულობით და ხარისხითაც გამოირჩევა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები