ილონ მასკის თქმით, ტესლა ჰუმანოიდ რობოტებს შექმნის
ილონ მასკმა ტესლას AI Day-ის ღონისძიებაზე გამოაცხადა, რომ ელექტრული მანქანებისა და მზის ენერგიის კომპანია ჰუმანოიდი რობოტის პროტოტიპზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც მისით მუშა ადამიანებს ჩაანაცვლებენ.
ღონისძიებაზე, რომელიც AI ინჟინრების მოსაზიდად გაიმართა, მასკმა განაცხადა, რომ იმ შრომის დამსახურებით, რომელიც ტესლამ ხელოვნურ ინტელექტსა და სრულად თვითმართვად ავტომობილებში ჩადო, იგი ძირითადად რობოტექნიკის კომპანია ხდება: აბა სრულად თვითმართვადი ავტომობილი სხვა რა არის, თუ არა "რობოტი ბორბლებზე"?
რამდენად სერიოზულია მასკისა და კომპანიის გეგმა ჰუმანოიდი რობოტების შექმნის შესახებ, ნათელი მაინც არ არის. ამასთანავე, ჰუმანოიდებს ბორბლებიან რობოტებზე ბევრად რთული და საპასუხისმგებლო ამოცანები აკისრიათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ტესლაში ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების მისაზიდად გაიმართა, ასე რომ ჰუმანოიდი რობოტის გეგმით შესაძლოა რამდენიმე ისეთი ინჟინერი ჩართოს საქმეში, რომელიც სხვა შემთხვევაში აქ არ მოხვდებოდა და გუგლის ნაცვლად ტესლასთან მუშაობასაც არ ამჯობინებდა.
ამასთან ერთად, მასკი უკვე ჩაფლულია მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებულ იდეებში, რაც ძველი კეინზიანიზმის ოცნებაა 15 საათიანი (ან უფრო ნაკლები) სამუშაო კვირის შესახებ, რომელსაც ტექნოლოგიების დახვეწას უნდა ვუმადლოდეთ.
მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც ის კომპანიაა, რომელსაც პროფკავშირის მოწინააღმდეგეობრივი ქცევის გამო დევნიდნენ, მათ შორის ერთი ქარხნიდან ასობით თანამშრომლის დათხოვნის ბუნდოვანი გარემოებების გამო. აღსანიშნავია, რომ "წლიური ანგარიშის" შემდეგ გათავისუფლებულ პირებს შორის პროფკავშირის მომხრე ბევრი იყო.
ეროვნული შრომითი ურთიერთობების პლატფორმამ ახლახანს დაადგინა, რომ ტესლამ არალეგალურად იძია შური მინიმუმ ერთ თანამშრომელზე პროფესიული კავშირის ორგანიზებისთვის და უბრძანა მასკს, წაეშალა იმის მანიშნებელი ტვიტი, რომ ტესლა საფონდო პარამეტრებს წაიღებდა, თუ თანამშრომლები პროფკავშირის შექმნაზე მისცემდნენ ხმას, რაც შეერთებული შტატების შრომითი სამართლის დარღვევაა.
საბოლოო ჯამში, მასკის სიტყვებს რომ მივუბრუნდეთ, ის ამბობს, რომ ამით კაცობრიობას უნდა მოუტანოს სარგებელი.
კომენტარები