ინოვაციურ ტექნოლოგიას შეეძლება გამცნოთ, თუ რამდენად ვარგისია თქვენი საკვები
ხშირია, როდესაც მაცივარში შემორჩენილ საკვებს ვნახულობთ და ზუსტად არ ვიცით რამდენად ვარგისია ის. მეცნიერების თქმით, სულ მალე იარსებებს ინოვაციური ტექნოლოგია, რომლებსაც მარტივად შეეძლება დაადგინოს გაფუჭებულია თუ არა ჩვენი საკვები. იგივე ტექნოლოგიას შეეძლება განსაზღვროს ისეთი გაზები, რისი დაფიქსირებაც ყნოსვით არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
თითოეულ გაზს აქვს განსხვავებული სპექტრალური ანაბეჭდი. თითქმის ყველაფერი, რაც ვარსკვლავების შემადგენლობის შესახებ ვიცით, მოდის მსგავსი სპექტრის ანალიზის შედეგად და მსოფლიოს ლაბორატორიები იყენებენ ინფრაწითელ სპექტრომეტრებს.
სწორედ ამ პრინციპის გამოყენება გადაწყვიტეს მკვლევრებმა. ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, სადაც მკვლევრებმა მეთანის და წყლის ორთქლის გაზების დაფიქსირება ისეთი მცირე მატერიალებით შეძლეს, რომ მათი სმარტფოენებთან დაკავშირება მარტივია.
მკვლევრების თქმით, ინოვაციურ მოწყობილობას იმის განსაზღვრაც შეეძლება თუ რამდენად არის ჩანთა ნამდვილი ტყავისგან დამზადებული და არის თუ არა ის ტყავის იაფი შემცვლელით ჩანაცვლებული.
რაც მთავარია, ეს მეხანძრეებს, მაღაროელებს და თუნდაც სანტექნიკოსებს, რომლებსაც ზოგჯერ გაურკვეველ ნივთიერებებთან აქვთ შეხება, ძალიან გამოადგებათ. მათ ექნებათ მარტივი მოწყობილობა, რაც მავნე აირების ამოცნობაში დაეხმარებათ.
ასევე, მსგავსი მოწყობილობის მოთავსება შესაძლებელი იქნება მაცივარში. სისტემა ჩვენს საკვებს გააკონტროლებს და ფუჭებადს მალევე ამოიცნობს. ცნობისთვის, დადგენილია, რომ მსოფლიოს საკვების მესამედი ფუჭდება და შესაბამისად გადასაყრელი ხდება. მსგავსი სისტემები საკვების კონტროლის მხრივ ძალიან გამოგვადგება.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები