ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა რეგიონში, კი არა, მთელს მსოფლიოში — ღარიბაშვილი ეკონომიკაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რეგულაციების მოხსნამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა არა თუ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს განცხადება ქობულეთის მერობის წარდგენისას გააკეთა.
"ჩვენ კარგად გვახსოვს მაგალითად, სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ იყო გამოწვევა, როდესაც რაღაც მოხდა, დესტაბილიზაციის მცდელობა იყო თბილისში, რამაც პირდაპირ შეწყვიტა ტურისტების ნაკადი, რომელიც შემდეგ აისახა თქვენს რეგიონზე [აჭარაზე], ამ ულამაზეს მხარეზე და ჩვენს მოსახლეობაზე საბოლოო ჯამში. გასულ წელს პანდემია იყო, რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ ძალიან მძიმე იყო ეს პერიოდი. ქვეყანა ჩაკეტილი იყო, ტურისტები არ შემოდიოდნენ. და ზოგადად, დაკეტილი იყო მთელი სასტუმროები და ყველაფერი. მე ვიცი, რომ ძალიან გაუჭირდა ჩვენს ხალხს.
წელს ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ გახსნები, 6 თვის წინ, 5 თვის წინ. მოვხსენით რეგულაციები, რამაც წაახალისა ეკონომიკის ზრდა. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა რეგიონში, კი არა, მთელს მსოფლიოში. მე ვესაუბრე არაერთ ჩვენს კოლეგას, ვიცი რა ხდება ევროპაში, მსოფლიოში ზოგადად, როგორი ტენდენციებია. ასეთი ზრდა ჩვენს ქვეყანაში როგორიცაა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არის მართლაც გამორჩეული", — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრმა ეკონომიკურ ზრდაზე 14 აგვისტოსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს. ამავე შინაარსის განცხადება მან 9 აგვისტოსაც გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ივნისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 18,7%, მაისში — 25,8%, ხოლო აპრილში — 44,8% იყო. შესაბამისად, მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 29,8%-ით გაიზარდა, პირველ კვარტალში კი 4,5%-იანი კლება დაფიქსირდა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პანდემიმადე საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ზრდის მაჩვენებელი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა გარდა ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებისა, გასათვალისწინებელია ის ტექნიკური ფაქტორებიც, რომელთა გამოც ეკონომიკური ზრდის ამგვარი მაჩვენებლები ფიქსირდება.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მსგავსი მონაცემები მნიშვნელოვნად გამოწვეულია ე.წ. საბაზისო ეფექტით, რადგან მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები 2020 წლის მძიმე ლოქდაუნის პერიოდს დარდება — შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ვარდნა 7,7%, მაისში — 13,5%, ხოლო აპრილში — 16,6% იყო.
რაც შეეხება ტურიზმს, ივლისში საქართველოში 230,9 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიური პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე თვეში უცხოური ვიზიტების რაოდენობის წლიური ზრდა 403,7% იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის მიმდინარე მაჩვენებლები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს: 2021 წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, უცხოური ვიზიტების რაოდენობა 73,8%-ით არის შემცირებული.
გარდა ამისა, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 695 ათასი უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,5%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემს 83%-ით ჩამორჩება.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები