ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველ გალში საქართველოს მოქალაქე 59 წლის ვახტანგ სონღულია დააკავეს. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ვახტანტ სონღულიას სახლში 23 ვაზნა და ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

ე.წ. უშიშრობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ სონღულია აფხაზეთში ომის დროს, 1992-1993 წლებში გალის მილიციის თანამშრომელი იყო და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა.

მისი საქმე ტყვარჩელის ე.წ. პროკურატურას გადასცეს.