წულუკიანისადმი ღია წერილში მწერლები ხელმომწერებად მიუთითეს ისე, რომ არც კი იცოდნენ — რა მოხდა
5 აგვისტოს მწერალთა აკადემიისა და რამდენიმე მწერლის სახელით გავრცელდა კულტურის მინისტრისადმი მიმართვა, რომელშიც შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი ტერმინებით მოიხსენიებენ მწერალთა სახლის წევრებს. ხელმომწერად მითითებული მწერლების ნაწილი ამბობს, რომ განცხადების შინაარსზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ და არც ის იციან, როგორ აღმოჩნდნენ ამ სიაში. განსხვავებული პოზიცია აქვს გურამ პეტრიაშვილს, რომელიც ამბობს, რომ წერილის პათოსს იზიარებს.
განცხადების ხელმომწერებში 15 მწერლის სახელი-გვარი წერია და მითითებული აქვს "ა.შ.", თუმცა სხვადასხვა მედიასთან საუბრისას მათმა ნახევარმა ამ ფაქტთან ყოველგვარი კავშირი უარყო. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მწერალთა სახლში მეგობრები ჰყავთ და მსგავსი დაპირისპირება მიუღებელია. მათი ნაწილი პროტესტის ნიშნად მწერალთა აკადემიას ტოვებს.
რა ეწერა წერილში
განცხადებაში მწერალთა სახლის წევრები "მედროვე-მოროდიორებად", "ქაჯებად", "ლიბერასტების კასტად", "სააკაშვილის შეგირდებად", ხელმძღვანელი კი "უწიგნურ ქალბატონად" არის მოხსენიებული. ამ და სხვა შეურაცხყმყოფელი ეპითეტების გარდა, წერილში მწერალთა სახლს ბორდელს უწოდებენ.
"ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები... ქართულ მითში (ფოლკლორში) არსებობს ასეთი დეფინიცია: "უდროო დროში ხვთის კარზე ეშმაკები კარვებს დგამდნენ და ქვეყანას ინაწილებდნენო!"
რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?! სააკაშვილმა მწერალთა ისტორიულ სახლში "ეშმაკებს დაადგმევინა კარვები", მწერლები კი სპეცრაზმებით განდევნა!.. ცხრა წელიწადი ვერც ქართულმა ოცნებამ მოაცვლევინა ამათ ფეხი" — წერია განცხადებაში.
გარდა ამისა წერილში წუწუნებენ იმაზე, რომ "ჭეშმარიტი მწერლებისთვის არც ერთი კონკურსი, გრანტი და პრემია არ არსებობს!" და არც ერთი მათგანი [სავარაუდოდ, მწერალთა აკადემიის წევრები] არ მიუწვევიათ არც ერთ ბიენალეზე, არც რომელიმე კონკურსზე. ისინი თხოვენ წულუკიანს, რომ მისცეს გრანტი მწერალთა აკადემიას "უკიდურესად გაჭირვებული მწერლებისთვის" და საკონკურსო დაფინანსება ჭეშმარიტად "ღირსეული მწერლებისთვის".
"მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით: კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ვახტანგ ხარჩილავა, გური ოტობაია, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თემურ შავლაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ თორია, ვანო ჩხიკვაძე, ავთანდილ არაბული, ელდინო საღარაძე, ირაკლი ვაშაყმაძე, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, და ა. შ." — ვკითხულობთ ხელმომწერების ნაწილში.
რას ამბობენ მწერლები
მსახიობი და პოეტი, ელდინო საღარაძე ამბობს, რომ წერილის არსებობის შესახებ მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ გაიგო და შეურაცხყოფილია. პროტესტის ნიშნად ის აკადემიას ტოვებს.
"გაოგნებული ვარ. კობა არაბულის ნიჭიერებისა და პატრიოტობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ამას არც ნიჭიერება ჰქვია და არც პატრიოტობა. სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!
შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა", — წერს ელდინო საღარაძე სოციალურ ქსელში.
წულუკიანისადმი მიმართვის ერთ-ერთ ავტორად პოეტი ჯუბა ღებელიცაა მონიშნული. ის ამბობს, რომ წერილში წამოჭრილი საკითხები მართლაც პრობლემურია, თუმცა აღნიშნავს რომ მის შესახებ არაფერი იცოდა და არ იცის, როგორ აღმოჩნდა ხელმომწერთა შორის.
"მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ რამე დაპირისპირებისა და ყოველთვის თავს ვიკავებ ასეთი რაღაცეებისგან. ამ კუთხით ჩრდილში ვარ, კულუარებიდან ვადევნებ თვალ-ყურს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მაინცდამიანც საქმის კურსში არ ვარ და არც მინდა, რომ რამე პოზიცია გამოვხატო და რომელიმე მხარე დავიჭირო, იმიტომ, რომ ეს მწერლობას არანაირად არ ადგება, ერთმანეთის დაპირისპირება", — განუცხადა მან მთავარ არხს.
მწერალი ტარიელ ხარხელაური, რომელიც ასევე ხელმომწერთა შორისაა მითითებული, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მწერლებში დაპირისპირებული მხარეები წარმოიშვა და ეს სამწუხარო ფაქტია. მისი თქმით, ორივე მხარეს მისი მეგობრები დგანან, რომელთან ურთიერთობასაც ყოველგვარ გაერთიანებაზე მაღლა აყენებს, ამიტომ ის მწერალთა კავშირს ტოვებს.
"ჩვენს სამშობლოს, ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს, ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. არადა იქმნება ისეთი გაურკვეველი მდგომარეობა, როცა რომელიმე მხარეს დგომა, მეორისაგან აღიქმება როგორც ვინმეს წინააღმდეგ ყოფნა.
მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედება ემსახურებოდა ქართველი ხალხის ერთიანობასა და სიყვარულს, ურთიერთშერიგებასა და მიტევებას. არც ამჯერად ვაპირებ ვუღალატო ჩემს პრინციპებს... აქედან გამომდინარე, ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას", — წერს ის.
განსხვავებული პოზიცია აქვს მწერალ გურამ პეტრიაშვილს. On.ge-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ წერილი წესიერი ხალხის მიერ არის დაწერილი და ამავდროულად ამტკიცებს, რომ ვერავინ იპოვის მის განცხადებას მწერლების წინააღმდეგ. დამატებითი ინფორმაცია პეტრიაშვილმა არ მოგვაწოდა.
On.ge ცდილობს სხვა მწერლებთან დაკავშირებას და იმის გარკვევას იცოდნენ თუ არა წერილის შესახებ და ვინ არის წერილის ავტორი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები