თბილისში უცხოელ ქალს ეძებენ. ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუქის მეგობრები Facebook-ზე წერენ, რომ შანაე 30 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუქის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა. მას შემდეგ შანესგან არაფერი სმენია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ დროისათვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგულ უცხოელზე რაიმე სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 577 76 13 13.