რომც ავიღოთ 3%, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე "არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული".
"ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა — რომც ავიღოთ 3%, ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება", — თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ "ვითარება არის მომწიფებული" ჯანსაღი კოალიციური მთავრობისთვის, ამ შემთხვევაში "ყველაფრისგან დამოუკიდებლად" და "კეთილი ნებით" მიიღებენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას.
ჟურნალისტების კითხვას, რას გულისხმობს "მომწიფებაში", კობახიძე პასუხობს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ტრადიციული პარტიებისგან მიჯნავენ არატრადიციულ პარტიებს, რომლებთანაც გამორიცხავენ კოალიციის შექმნას, რადგან არსებობს "პრინციპული და ღირებულებითი" შეუთავსებლობა. მისივე განმარტებით, კოალიციური მმართველობის დამტკიცება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, როცა ღირებულებითი შეუთავსებლობის პრობლემა აღარ იქნება. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ღირებულებითი შეუთავსებლობა მომავალშიც არ აღმოიფხვრება და ასეთი კოალიცია მომავალშიც წარმოუდგენელია.
"ჩვენ შემთხვევაშიც არის იგივე პრობლემა — გვაქვს ღირებულებითი შეუთავსებლობა კონკრეტულ პარტიებთან, გვაქვს პრინციპული შეუთავსებლობა და არამარტო ჩვენ, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს მილიონ მხარდამჭერს აქვს ეს ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა. როგორც კი ჩვენ დავინახავთ, მათ შორის, ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე, რომ ეს ზღვარი იშლება და ღირებულებითი შეუთავსებლობის პრობლემა აღარ არსებობს მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამის შემდეგ უკვე გახდება შესაძლებელი კოალიციური მმართველობის დამკვიდრება", — განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზეც, რაზეც ასე უპასუხა:
"არსებობს პოლიტიკაში თუ ზოგადად პოლიტიკაში მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია".
28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები