Nestlé, ისრაელურ სტარტაპთან ერთად, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის წარმოებაზე იმუშავებს
საკვების გიგანტი კომპანია მზადაა, ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის პოტენციალში გაერკვეს.
კულტივირებული ხორცის მზარდი ბაზარი ნელა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად გვიახლოვდება.
მოხსენებაზე დაყრდნობით, საკვების გიგანტი კომპანია Nestlé იუწყება, რომ კომპანია Future Meat Technologies-თან გასაუბრებებს აწარმოებს, რათა სამომავლო საკვებ პროდუქტებში ბოლოდროინდელი ლაბორატორიაში გაზრდილი ხორციც შეიყვანონ, რამაც შესაძლოა ტრადიციული ცხოველური მეურნეობის სამუდამო ჩანაცვლება გამოიწვიოს და მზარდი ტექნოლოგიის გლობალურ მასობრივ ბაზარზე სწრაფ გატანასაც შეუწყოს ხელი.
"წლების განმავლობაში კაპიტალს ჩვენი პროტეინების მხრივ ცოდნის გაფართოებასა და დაპატენტებული ტექნოლოგიების განვითარებაში ვაბანდებდით, მცენარეებზე დაფუძნებული ხორცის ალტერნატივისათვის. ამ მცდელობათა სრულყოფის მიზნით, ჩვენ ასევე ვსწავლობთ ტექნოლოგიებს, რომლებმაც შესაძლოა ცხოველთათვის უფრო მეგობრულ ალტერნატივებამდე მიგვიყვანოს, რომლებიც მარგებელი, მდგრადი იქნება და გემოს, არომატისა და ტექსტურის მხრივაც ემსგავსება ხორცს", — თქვა რეინჰარდ ბერინგერმა, Nestlé-ის ზუსტ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა.
მომავლის ინსტიტუტზე დაყრდნობით, დასავლურ სუპერმარკეტებში უჯრედზე დაფუძნებული ხორცი უახლოეს სამ წელიწადში ხშირად გამოჩნდება. ამასობაში Nestlé ასეთი ხორცის შესაქმნელად სამეცნიერო ტენდენციებსა და ახალ ტექნოლოგიებს აფასებს, როგორიცაა თუნდაც უჯრედის ფერმენტაცია ან 3D ბეჭდვა, რათა უკეთესად ჩაწვდეს სამომავლო ხორცის ალტერნატივის პოტენციალს, რომელსაც გემო და მდგრადობა შენარჩუნებული ექნება.
სწორედ აქ ერთვება საქმეში ისრაელის Future Meat Technologies, კულტივირებული ხორცის მოწინავე სტარტაპი. სტარტაპი ახლადდაპატენტებულ ტექნოლოგიას იყენებს, რაც რეალური ცხოველური ხორცის გაზრდის საშუალებას აძლევს ლაბორატორიულ პირობებში, ცხოველური უჯრედების მცირე რაოდენობით, ეს კი კვებითი მიზნებით ცხოველების გაზრდისა და სიცოცხლის მოსპობის საჭიროებას ამცირებს. სტარტაპის მთავარ გამოწვევას ფასის შემცირება წარმოადგენდა, რაც უკვე წარმატებით შესრულდა. ლაბორატორიაში გაზრდილი ქათმის ხორცის 100 გრამის საფასური 4 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც 2022 წლის ბოლოსთვის შესაძლოა კიდევ განახევრდეს.
ასევე იხილეთ: ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის პირველი ქარხანა უკვე გაიხსნა
Markets and Markets-ზე დაყრდნობით, უჯრედებზე დაფუძნებული ხორცის ინდუსტრია 2027 წლისთვის შესაძლოა 20 მილიონი დოლარად შეფასდეს, როცა საკონსულტაციო ფირმა Kearney აფასებს, რომ 2040 წლისთვის ლაბორატორიაში გაზრდილი პროტეინი გლობალური ხორცის ბაზრის ღირებულების 35 პროცენტი იქნება. Nestlé-მ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე სხვა გარე პარტნიორთან და სტარტაპთან ერთადაც მუშაობს, რაც იმის მეტ პოტენციალს იძლევა, რომ გარემოსთვის მეგობრული პროდუქტები უფრო ფართო საზოგადოებისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.
კომენტარები