ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურების ხელახლა გარემონტებაში 900 ათას ლარამდე იხარჯება
თბილისის მერიისა და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით რამდენიმე მეტროსადგურის შეკეთება დაიწყო. განახლების პროცესი იმ სადგურებით დაიწყო, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე შეაკეთეს. მეტროსადგურების - ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის ხელახლა შეკეთებაში 900 ათას ლარამდე დაიხარჯება.
რატომ გადაწყდა რამდენიმე წლის წინ შეკეთებული მეტროსადგურების ხელახლა შეკეთება?
თბილისში დღეს მოქმედი 21 მეტრსოადგურია, საიდანაც 2004 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარემონტდა რვა - ისანი, წერეთელი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი, ახმეტელის თეატრი, ნაძალადევი, დიდუბე. 2017 წელს კი სულ შვიდი მეტროსადგურის განახლებაა დაგეგმილი, მათგან სამია ცნობილი - ვარკეთილი, ახმეტელის თეატრი და ავლაბარი. სამივე ის სადგურია, რომელიც ბოლო წლებში ერთხელ უკვე განახლდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ მეტროსადგურებს შეკეთება ისევ დასჭირდა:
"ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა სადგური უნდა გარემონტდეს. წელსაც დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაცია, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა რომელი სადგურები".
On.ge-ს კითხვაზე, საწყის ეტაპზე, რატომ გადაწყდა რამდენიმე წლის წინ შეკეთებული მეტროსადგურების განახლება, სატრანსპორტო კომპანიაში ასე პასუხობენ:
"ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურებია ახმეტელის თეატრი და ვარკეთილი. ამ ეტაპზე ამიტომ შეირჩა ეს სადგურები".
იმის მიუხედავად, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო თბილისის მერია ადმინისტრაციული ორგანოა, არცერთმა მათგანმა 2004-2015 წლებში მეტროსადგურების განახლებაზე გაწეული ხარჯების შესახებ On.ge-ს საჯარო ინმფორმაცია არ მიაწოდეს.
რა კეთდება და რა ფასად მეტროსადგურებში
ვარკეთილის მეტროსადგურის განახლებაზე კომპანია - ყვარელრემმშენი მუშაობს. კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეირჩა და მასთან 347 852 ლარის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს დაიდო.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, მეტროსადგურ ვარკეთილის მსგავსად, ახმეტელის თეატრსაც არ სჭირდებოდა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ეს ერთადერთი დეტალი არაა, რაც ამ ორ მეტროსადგურს საერთო აქვთ. ორივეს გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში შპს ყვარელრემმშენი მონაწილეობდა. ამ კომპანიამ ახმეტელის თეატრის გასარემონტებელ ტენდერში დაბალი ფასის მიუხედავად ვერ გაიმარჯვა. სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დაზუსტებული დოკუმენტაცია შეიცავდა უზუსტობებს. შესაბამისად, გამარჯვებული მისი კონკურენტი შპს დამბა გახდა და მასთან 2016 წლის 12 დეკემბერს, 523 215 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო.
ორივე მეტროსადგურში გათვალისწინებულია:
- მთავარ შესასვლელში ორ რიგად მოწყობილი კარების გამოცვლა;
- ქვდა და ზედა ვესტიბიულში არსებული იატაკის გაწმენდითი სამუშაოები;
- საკონტროლო პუნქტთან და დამჭიმავთან არსებული ასფალტის საფარის ბუნებრივი გრანიტით შეცვლა;
- კედლებზე არსებული საღებავების ჩამოფხეკა, შემდეგ კი მაღალხარისხიანი ფითხით შელესვა და შეღებვა;
- შესასვლელ კართან გარე და შიდა მხრიდან არსებული ცხაურების შეცვლა;
- ვესტიბიულში არსებული გამშვები ტურნიკეტების, ბარიერებისა და საკონტროლო ჯიხურების ახლით შეცვლა;
- საქართველოს ბანკისა და შიგნით არსებული ჯიხურების უწვადი მასალით შეფუთვა;
- დახრილ და დამჭიმავ გვირაბში სადრენაჟო არხების შეცვლა;
- დახრილი გვირაბის ქოლგებზე სარეკლამო ბანერების შეცვლა;
- ბეტონის საფარის შეცვლა ბუნებრივი გრანიტით;
- პლატფორმაზე არსებული ჯიხურების შეცვლა;
დამატებით, ვარკეთილის მეტროსადგურში გათვალისწინებულია ქვედა ვესტიბიულში კედლებსა და ჭერზე პლასტმასის პროფილებისა და ქვის იმიტაციის მქონე პლასტიკატების ნაცვლად, კონსტრუქციაზე ლითონის პროფილების დამატებით, მინა-მაგნეზიტის ფილების დამაგრება.
მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის სარემონტო სამუშაოებში ასევე გათვალისწინებულია:
- ქვედა ვესტიბიულში და ჰორიზონტალურ გვირაბებში ჭერიდან, კედლებიდან, კარნიზებიდან და შუბლებიდან საღებავის ჩამოფხეკა და წყალმედეგი საღებავით შეღებვა;
- ჰორიზონტალურ გვირაბებში შუბლების მინამაგნეზიტის ფილებით, ლითონის კარკასზე მოწყობა;
- ქვედა ვესტიბიულში, კოლონებში არსებული სადრენაჟო არხების, ზონტებთან და სალიანდაგო კედლებთან არსებული ჟოლობების, სადრენაჟო არხების და ყველა დეკორატიული ნაკეთობის გაწმენდა;
- დამჭიმავში ჰერმეტული კარების შეიფუთვა;
- პლატფორმაზე არსებული დამცავი მავთულის ბადის დემონტაჟი;
- ამრეკლი სარკეების და საათების ახლით შეცვლა;
- ქვედა დამჭიმავის კედლებზე სავენტილაციო არხებზე ცხაურების მოწყობაა და ჰორიზონტალურ გვირაბებში, იატაკსა და კედლებზე ცხაურების და სახანძრო ფარების ახლით შეცვლა.
რა კეთდება მეტროსადგურ ავლაბარში?
მეტროსადგურ ავალაბარში სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამ სადგურში ჯერ გასამაგრებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მომსახურება ელექტრონული ტენდერის საშუალებით შპს აბსოლუტპლუსისგან შეიძინა. 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 580 328 ლარია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები