თაგვებში დაბერებით გამოწვეული დაქვეითებული მახსოვრობა აღადგინეს
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებში დაბერებით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითების ნამდვილი მიზეზი გამოავლინეს. კვლევის პროცესში, ლაბორატორიული ექსპერიმენტების საშუალებით ისიც გაირკვა, რომ მეხსიერების აღდგენაც შესაძლებელია.
დაბერებისას მეხსიერების დაქვეითებაში ერთ-ერთ მთავარ როლს პერინერვული ბადე (PNN) ასრულებს, რომელიც ხრტილოვანი სხეულია და ტვინის ნეირონებს გარშემოეხვევა და ნეირონებს თავიანთ ადგილას აკავებს. საინტერესოა ის რომ, პერინერვული ბადე დაახლოებით ხუთი წლის ასაკში ვითარდება ნეიროპლასტიურობის განვითარების შემდეგ, რომელიც ტვინს შემეცნებაში, ადაპტაციასა, და მოგონებების შექმნაში ეხმარება.
PNN-ის დანიშნულება ნეიროპლასტიურობის დაქვეითებაა, რაც ერთის მხრივ ტვინის სისტემური ფუნქციების შესრულების ეფექტურობას ზრდის, ხოლო მეორეს მხრივ, ახალი მოგონებების შექმნას აფერხებს.
ამიტომაც არის, რომ რაც უფრო ვბერდებით, მით უფრო რთული ხდება ახალი ინფორმაციის შეთვისება — პერინერვული ბადეები ტვინის პროდუქტიულობის შენარჩუნებას ცდილობენ. უფრო ზუსტად, ამ პროცესს სტრუქტურების ერთ-ერთი ელემენტი, ქონდროტინის 4-სულფატი წარმართავს.
თუმცა, ტვინი განვითარებას მაინც არ წყვეტს. მოგონებები მაინც იწარმოება. ტვინი ზემოთხსენებული ნაერთის მსგავს ქონდროტინის 6-სულფატს იყენებს რათა ტვინის მახსოვრობის და შემეცნების უნარს გააუმჯობესოს.
როცა ორგანიზმი ბერდება, ტვინში ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნაერთის თანაბრობა ირღვევა და ქონდროტინის 4-სულფატი (მეხსიერებას რომელიც აქვეითებს) ჭარბობს. შედეგად, ისეთი დეტალების დამახსოვრება, როგორიცაა მაგალითად სად შეინახეთ თქვენი სათვალე, ან წამალი დალიეთ თუ არა, რთული ხდება.
კემბრიჯის უნივერსიტეტში მდებარე ჯონ ვან გეესტის სახელობის ტვინის აღდგენის ცენტრის პროფესორმა ჯეიმს ფავსეტმა და მისმა მკვლევრების გუნდმა და ლიდსის უნივერსიტეტის ბიომეცნიერების განყოფილებიდან დოქტორმა კვოკმა თანამშრობლობა დაიწყეს რათა გაერკვიათ ტვინში ქონდროტინის სულფატების თანაფარდობის ცვლილებებით შეძლებდნენ თუ არა ასაკოვანი ორგანიზმისთვის მეხსიერების უნარის აღდგენას.
ამ კვლევისთვის მათ 20 თვის თაგვები გამოიყენეს (ამ ასაკის თაგვები ასაკოვნად მიიჩნევიან), რომლებსაც სხვადასხვა ტესტები ჩაუტარებს მახსოვრობის უნარების დონის დასადგენად. შემდეგ, ეს მონაცემები 6 თვის თაგვების მონაცემებს შეადარეს. როგორც მოსალოდნელი იყო, 6 თვის თაგვებს უკეთესი მახსოვრობა ჰქონდათ. შემდეგ, მკვლევარებმა პერინერვულ ბადეები ვირუსით დააინფიცირეს რათა ტვინში ქონდროტინის 6-სულფატის (რომელიც მახსოვრობას აუმჯობესებს) დონე გაეზარდათ.
"მკურნალობის შედეგი ასაკოვან თაგვებზე შესანიშნავი იყო. მეხსიერება და შემეცნების უნარი იმ დონემდე აღდგა, რაც ძალიან პატარა ასაკის შემდეგ აღარ ექნებოდათ," — თქვა დოქტორმა კვოკმა ლიდსის უნივერსიტეტიდან.
პროფესორმა ფავსეტმა დაამატა, რომ რადგან აგებულება და მოლეკულები მღრღნელის ტვინში და ადამიანის ტვინში თითქმის იდენტურია, იგივე მკურნალობამ დადებითი შედეგები ადამიანებშიც შეიძლება გამოიღოს.
თუმცა, მკურნალობისთვის ადამიანებზე ხელოვნურად შეყვანილი ვირუსის გამოყენება საჭირო არ იქნება. ორალურად მისაღები წამალი იმავე სამუშაოს განახორციელებს ადამიანის ტვინისთვის, რასაც ხელოვნური ვირუსი თაგვის ტვინისთვის. მეცნიერებს სჯერათ, რომ ახალ წამალს მეხსიერების დაქვეითების განკურნება შეუძლია. მკვლევრები ახლა იმის გამოვლენას ცდილობენ, იმუშავებს თუ არა ახალი მკურნალობის მეთოდი ალჰცაიმერის დაავადებაზე.
კვლევა ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები