თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში და მათი პოლიტიკური კავშირები — TI-ის კვლევა
ფოტო: Simone Golob / Getty Images
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოებში პოლიტიკური კავშირები იკვეთება. ამაზე საუბარია ახალ კვლევაში, რომელიც მიუთითებს, რომ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც, ერთი მხრივ, ფლობენ წილებს თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში, მეორე მხრივ კი, ფინანსებს სწირავენ მმართველ პარტიას.
TI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ფოთის მოსახლეობას თევზის გადამუშავებით გამოწვეული არასასიამოვნო სუნი წლებია, აწუხებს, რის გამოც მოსახლეობა პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ბოლომდე არ გადაჭრილა. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, გარემსოდაცვითი ზედამხედველების დეპარტამენტმა თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, პრობლემები დღემდე არ გამოსწორებულა.
ფოტო: TI
კვლევის თანახმად, თევზის გადამამუშავებელი საწარმოები იღებენ დახმარებას სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებიდან. ასევე, იკვეთება დამატებითი კავშირები თევზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის, ასევე ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს შორის, რაც, TI-ის შეფასებით, სავარაუდოდ, აფერხებს არსებული პრობლემების გადაჭრას.
დოკუმენტის მიხედვით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის აკვატორიაში თევზჭერის 9 ლიცენზია გასცა, რომელიც გადანაწილებულია 5 კომპანიაზე. ეს კომპანიები კი, TI-ის ცნობით, ერთმანეთთანაც არიან დაკავშირებული.
ფოტო: T
კერძოდ, ვკითხულობთ, რომ კომპანიებზე თევზჭერის ლიცენზიები 2006 წელს აუქციონის წესით გაიცა. ლიცენზიების ვადის გასვლის შემდეგ კი, 2019 წელს ლიცენზიები გაგრძელდა, რამაც TI-ის განცხადებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა თევზჭერის სფეროში ახალი მოთამაშეების გამოჩენის შესაძლებლობა და არსებული კომპანიები ფაქტობრივად მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენა.
დოკუმენტში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების წილების მფლობელებს, დირექტორებსა და ამ კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს სხვადასხვა დროს ჯამში 783 100 ლარი შეუწირავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის.
მაგალითად, შპს ჯორჯიან მარინ გრუპი 2020 წლის 3 დეკემბერს დაფუძნებული კომპნიაა, მისი დირექტორი დავით წიწილაშვილია, კომპანიის 100% წილს კი შპს პალიასტომი 2004 ფლობს. TI-ის ცნობით, დავით წიწილაშვილმა პარტია ქართული ოცნებას 2016 და 2020 წელს ჯამში 120 000 ლარი შესწირა.
"წარსულში პოლიტიკურ შემწირველებს შორის ფიქსირდებოდა დავით წიწილაშვილის მამა, აწ გარდაცვლილი გურამ წიწილაშვილიც, რომელმაც 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას 50 000 ლარი, 2016 წელს კი ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. გურამ წიწილაშვილი იყო ფოთის მოქმედი მერის, გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორი, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრთან, ირაკლი ხახუბიასთან ერთად ფლობდა წილს თევზის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიაში, შპს აისბერგი 2-ში", — აცხადებს TI.
ამასთან, კვლევის მიხედვით, პალიასტომი 2004-ის დირექტორი შსს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე პაატა ჟღენტია, კომპანიის წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: სულხან პაპაშვილი — 6,67%; გიორგი კუხალეიშვილი — 60%; შპს ზღვის პროდუქტები — 33,33%. TI-ის განცხადებით, სულხან პაპაშვილი წარსულში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იყო, იგი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ძმაა და თავადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების შემომწირველია შპს ზღვის პროდუქტებიც, რომელმაც მმართველ პარტიას 2017 წელს 100 000 ლარი შესწირა.
ამასთან, TI-ის ცნობით, შპს აისბერგი 2-ის 25% წილის მფლობელია საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია. კომპანიის წილებს ასევე ფლობენ: კახაბერ ლატარია — 25%, თენგიზ სარიშვილი — 25% და თურქეთში რეგისტრირებული კომპანია ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი — 25%. კომპანიის დირექტორია ირაკლი ვეკუა, რომელიც ამავე დროს ირაკლი ხახუბიას წილის მმართველია.
"აღსანიშნავია, რომ როგორც ირაკლი ხახუბიას, ასევე შპს აისბერგი 2 წილის სხვა მფლობელებს და დირექტორს სხვადასხვა დროს პარტიებისათვის 438 100 ლარი აქვთ შეწირული: ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირეს 131 100 ლარი, ქართულ ოცნებას — 187,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი — 120,000 ლარი", — ნათქვამია დოკუმენტში.
ფოტო: TI
რაც შეეხება შპს მბმ-ს, კვლევის მიხედვით მის 36% წილს თურქეთში რეგისტრირებული კომპანია მეის სუ ურუნლერი ავჯილიღი ვე იეთიშთირიჯილიღი ფლობს, კომპანიის 64% წილის კი თანაბრადაა გადანაწილებული ბესიკ და მერაბ ხარაბაძეებს შორის. TI-ის განცხადებით, მერაბ ხარაბაძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემომწირველებს შორისაც, მან 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილი 15 000 ლარი შესწირა.
TI-ის შეფასებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გარდა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, იკვეთება ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებს, პარტიების შემწირველებსა და არსებულ პრობლემებს შორის, რაც შესაძლოა, მათი გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები