ოპოზიციის ნაწილი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის გაზრდილი სანქციების შემცირებას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის გაზრდილი სანქციების შემცირებას ითხოვს. საუბარია 29 აპრილს მიღებულ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში 1-ლი ივნისიდან შევიდა.
თითქმის სამი თვის წინ მიღებული ცვლილების გაუქმებისა და საკანონმდებლო ჩანაწერის ძველი ვერსიის დაბრუნების ინიციატორები ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და წევრები — გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია არიან. შესაბამისი კანონპროექტი დღეს, 23 ივლისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ავტორმა, გიორგი ვაშაძემ წარადგინა.
მისი თქმით, ეს პირდაპირ ეხება გამოხატვის თავისუფლებას, სანქციების გამკაცრება კი იწვევს მსუსხავ ეფექტს — მოქალაქეები უარს იტყვიან პროტესტზე.
"პირდაპირ, მიზანმიმართულად, ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი, რომლითაც, ყველა ადამიანს, ვისაც უნდა პროტესტის გამოხატვა ქვეყანაში, უთხრა — გამოხატავ პროტესტს? ორჯერ მეტით დაგაჯარიმებ [...] ეს არის ნამდვილად ანტიდემოკრატიული კანონი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც მინიმუმ, უნდა დაბრუნდეს ის რედაქცია, რაც იყო", — ამბობს ვაშაძე.
მან აღნიშნა, რომ სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ისედაც მაღალი იყო, თუმცა პირველ ეტაპზე უნდათ კანონპროქტის ძველი ვერსიის დაბრუნება, ხოლო შემდეგ, შესაძლოა საუბარი იყოს მთელი კოდექსის ცვლილებაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ინიციატივას კომიკური უწოდა. იგი ამბობს, რომ გაზრდილ სანქციებს გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი არ ექნება, თუ პროტესტი კანონით განსაზღვრულ ფორმებში მოექცევა.
"საუბარია სამართალდარღვევაზე. როდესაც გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით მსუსხავ ეფექტზე გვაქვს საუბარი, აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ყველას აქვს თავისუფლება გამოხატვის თავისუფლება მოაქციოს სამართლებრივად განსაზღვრულ ფარგლებში", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში
29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა.
ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.
წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.
რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.
ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
- ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
- მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
- თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
- დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.
გაიგე მეტი:
- რა შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში — მარტივად
- ამ კანონპროექტს ჰქვია "ოცნებას ეშინია" — ნაცვლიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე
- პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტო არ დაადო
- ტრავოლტას გიფი რომ არის, ხომ იცით? ზუსტად ისე ვარ — ხვიჩია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
- ვეტოს მოთხოვნით ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულოგნობა და ლანძღვა-გინება იარაღად უნდა გამოიყენოს — ვოლსკი
- როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც — გომელაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები