ხერტ იან კოოპმანი

2 May. 2024, 18:27

ორი დღეა ვესაუბრებით ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერს, ასევე ოპოზიციას. მინდა გითხრათ რომ სიტუაცია, რომელიც დამხვდა არის შემაშფოთებელი. არის ძალადობა თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მოვლენები შემაშფოთებლად ვითარდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არის მიუღებელი იმ ფორმით, როგორიცაა ახლა და ქმნის სერიოზულ წინააღმდეგობას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით შეზღუდულია და ესეც არაა კარგი, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის. ჩვენს რეკომენდაციებს დავწერთ სექტემბერში და გამოვაქვეყნებთ ოქტომბერ-ნოემბერში. ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქაა კანდიდატ ქვეყნებთან სამუშაოდ. ვიცი, ქართველ ხალხს უნდა მეტად დაახლოება ევროკავშირთან და მჯერა, ეს ენდომება ხელისუფლებასაც. იმედი მაქვს, ის ძალიან მძიმე სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ მოგვარდება. ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ნაბიჯის წინ გადადგმა. მე ნათლად ვთქვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა. როგორც მესმის, ის მეორე მოსმენით მიიღეს. კიდევ უნდა იყოს მესამე მოსმენა, პრეზიდენტის ვეტო, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს. ვფიქრობ, დრო რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს, უნდა იყოს გამოყენებული, რომ იყოს დებატები კანონის არსთან დაკავშირებით. ის აშკარად მიუღებელია იმ ფორმით, რომლითაც ახლა არის. ის შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან. ამდენი ხალხის ქუჩაში დანახვა არის საზოგადოებაში დაძაბულობის ნიშანი.

ძალადობა ყოველთვის ცუდია, ამიტომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ამასთან დაკავშირებით. ევროკავშირს აქვს კანონი გამჭვირვალობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. ის არაა განკუთვნილი საზოგადოების კონკრეტული აქტორების განსასაზღვრად და მიზანში ამოსაღებად და ის ნამდვილად არ განსაზღვრავს მათ, როგორც უცხოეთის ინტერესების გამტარებს, თუკი ისინი უცხოურ დაფინანსებას იღებენ.


ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი.

 — განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ხერტ იან კოოპმანიმ. ის მეორე დღეა საქართველოში იმყოფება და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ გადაავადა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.…