ახლადაღმოჩენილი დნმ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში შეიძლება დაგვეხმაროს — BORG
მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ახალი დნმ, სახელად BORG, რომელიც განსაკუთრებით გრძელია. ის შეიძლება დაგვეხმაროს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ეს დნმ ითვისებს გენებს მის გარშემო არსებული სხვა მიკროორგანიზმებისგან.
Nature-ს თანახმად, დნმ აღმოაჩინეს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, ტალახიან ადგილებში და მისი სტრუქტურის გამო, ის მიეკუთვნება ექსტრაქრომოსომულ ელემენტებს (ECE). ამ აღმოჩენის შესახებ პრეპრინტი გამოქვეყნდა სერვერზე — bioRxiv.
სხვადასხვა წყაროებიდან გენების ათვისების უნარის გამო, მკვლევარებმა დნმ სტრუქტურას ბორგი უწოდეს. მან გააკვირვა მკვლევრები, მისი დიდი ზომის გამო, რადგან ის 600 000-დან ერთ მილიონამდე დნმ-ის ფუძის წყვილს მოიცავს. ეს კი, როგორც წესი, ბევრად გრძელია, ვიდრე ტიპიური ექსტრაქრომოსომული ელემენტები.
"ბორგის აღმოჩენამ, რომელიც ECE-ს კონფერენციას ამდიდრებს, მრავალი ადამიანი აღაფრთოვანა, სხვადასხვა სფეროებიდან", — თქვა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგმა, ჰუანგ ლიმ.
კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგს, ჯილ ბანფილდს, დიდი წვლილი მიუძღვის დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში. მას სჯერა, რომ ბორგს შეიძლება იყენებდეს მიკროორგანიზმი, სახელად მეთანოპერედენსი, რომელიც ცნობილია ჰაერში მეთანის შთანთქმითა და განადგურებით (რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის იმედს გვაძლევს).
აღსანიშნავია, რომ ბანფილდი თანამშრომლობს CRISPR-ის პიონერ ჯენიფერ დოუდნასთან, სტრუქტურის შემდგომი კვლევის მიზნით. აღსანიშსნავია, რომ დოუდნა ზემოხსენებული პრეპრინტის თანაავტორიცაა.
რეალურ ცხოვრებაში ბორგს ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს დედამიწას. ის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
კომენტარები