ზარმაც მეპატრონეთა ამოსაცნობად თელ-ავივი ძაღლის ფეკალიების დნმ-ს შეამოწმებს
ქალაქი მონაცემთა ბაზას იმ მეპატრონეთა ამოსაცნობად ქმნის, რომლებიც ქუჩიდან შინაურ ცხოველთა ექსკრემენტებს არ ასუფთავებენ.
უკანასკნელ წელს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისას თელ-ავივმა ძაღლთა აყვანის მზარდი სტატისტიკა შენიშნა, ცხოველების მიმართ მეგობრულ ქალაქს კი ახალი პრობლემა შეექმნა — ძაღლთა მეპატრონეები ამხანაგთა მოსაქმების შემდეგ ქუჩას არ ასუფთავებენ, რაც სხვა მაცხოვრებლებისაგან უკმაყოფილების მიზეზი ხდება. Times of Israel-ის მოხსენების მიხედვით, ქალაქის ადმინისტრაციამ ქალაქის ძაღლთა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად კანონპროექტი შეიმუშავა, რათა დამნაშავეები ამოეცნოთ.
ვინაიდან ძაღლთან ურთიერთობისას მიღებულ სიხარულს არაფერი შეედრება, გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რომ როცა მსოფლიოს ქალაქები კარანტინში მოექცა, ხალხმა იქამდე განაგრძო ძაღლების აყვანა, სანამ თავშესაფრები არ დაიცალა.
თელ-ავივიც არ ყოფილა გამონაკლისი, ქალაქის მერიამ კი შეიტყო, რომ ცხოველის აყვანის გაზრდილ მაჩვენებელს თან მიტოვების მაღალი მაჩვენებელიც ახლდა, რაც მით უფრო ზრდიდა ქალაქში მიუსაფარ შინაურ ცხოველთა რიცხვს.
ამავდროულად, ძაღლის პატრონები მათ ამხანაგთა ფეკალიების მოშორებით თავს სულაც არ იწუხებენ. 2020 წელს ქალაქის ადმინისტრაციამ საჯარო ადგილებში დატოვებულ ძაღლის ექსკრემენტებზე მომჩივანი 6000 ზარი მიიღო იმის შემდეგაც კი, რაც საჯარო ადგილები სპეციალური პარკებით უზრუნველყო. ქალაქის მერიამ აპრილში მეპატრონეებისათვის ექსკრემენტთა დასუფთავებს მოწოდების მიზნით კამპანია წამოიწყო და ჯარიმებიც კი გაზარდა შემთხვევათა აღსაკვეთად, მიუხედავად ამისა კი, პრობლემა მაინც არ გადაჭრილა.
პრობლემის გადაწყვეტის ბოლო მცდელობისას ქალაქის სამმართველომ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ქალაქში მყოფ ლიცენზირებულ ძაღლთა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნას ისახავდა მიზნად. ქალაქის რეგულაციებისდა შესაბამისად, ცხოველის ნებისმიერ მფლობელს ესაჭიროება შინაური ცხოველისთვის ლიცენზია, რომელიც ვაქცინაციის წერილობით ანგარიშსაც მოიცავს.
ნებართვას ყოველწლიურად ესაჭიროება განახლება. თუ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერაც იქნა დამტკიცებული, როდესაც ძაღლის პატრონი ლიცენზიის გასაახლებლად წავა, ასევე მოუწევს ძაღლის ნერწყვის ან ბეწვის ნიმუშის ჩაბარება და 250 ისრაელური შეკელის (დაახლოებით 239 ქართული ლარი) გადახდა. ნიმუში მონაცემთა ბაზაში ძაღლის დნმ პროფილის შესაქმნელად იქნება გამოყენებული.
მომავალში საქალაქო მოხელეები ძაღლის ექსკრემენტთა ნიმუშებისა და მონაცემთა ბაზაში არსებული დნმ პროფილის შედარებას შეძლებენ. თუ დამთხვევა აღმოჩნდება, მუნიციპალიტეტი მეპატრონეს 730 (დაახლოებით 697 ქართული ლარი) შეკელ გადასახადს დააკისრებს.
თელ-ავივს აქამდეც უცდია პრობლემის გადაჭრა ამგვარი მონაცემთა ბაზის საშუალებით. Reuters-ის ცნობით, 2008 წელს ისრაელის გარეუბანმა მსგავსი ძაღლთა მონაცემთა ბაზა გამოსცადა.
"ძაღლის მეპატრონეთა 2% ჩვენს მშვენიერ ქალაქურ ცხოვრებას უშლის ხელს. ძაღლის 40 ათას მეპატრონეს შორის, ძალიან მცირე ნაწილი არ ასუფთავებს მისი კომპანიონის ნარჩენებს, ეს ძალიან მცირე ნაწილი კი ჩვენ მიერ ტროტუარებიდან თვიურად აკრეფილ 500 კილოგრამ ნარჩენს უდრის. გადავწყვიტეთ, რომ დროა, ეს დასრულდეს, შერჩეული ტექნოლოგია კი სრული სიზუსტით ადგენს ყოველი პასუხისმგებელი ძაღლისა და მეპატრონის ვინაობას", — უთხრა თელ-ავივ-იაფას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა Interesting Engineering-ს.
კომენტარები