შექმნეს ნანოსენსორი, რომელიც ტვინიდან სიგნალებს იმპლანტაციის გარეშე კითხულობს
მეცნიერებმა ახალი ტიპის ბიოსენსორი გამოიგონეს. ბიოსენსორის სისხლში შეშვების შემდეგ, ის ტვინამდე აღწევს და ნერვულ აქტივობასა და პოტენციურად, ფიქრებსაც კითხულობს.
უჯრედების ზომის ნანოსენსორი, NeuroSWARM3, ტვინის სისხლის ბარიერს ლახავს და ნერვულ აქტივობას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, ტვინის ინტერფეისის მიერ ამ სიგნალების ანალიზს შესაძლებელს ხდის.
ამ ინოვაციამ შეიძლება შშმ ადამიანებს მოძრაობის უნარის აღდგენის საშუალება მისცეს და მეცნიერებს ადამიანის აზროვნების პროცესის შესწავლაში დაეხმაროს. თუმცა ცდები ადამიანებზე ან ცხოველებზე ჯერ არ ჩატარებულა.
"NeuroSWARM3 ფიქრის თანმხლებ სიგნალებს მაღალი სიზუსტის ტვინის ინტერფეისთვის განკუთვნილ მონაცემებად გარდაქმნის. ეს ფიზიკური შეზღუდვების მქონე პაციენტებს საშუალებას მისცემს ეგზოჩონჩხისმაგვარი ჩასაცმელი ტექნოლგია მართონ და გარე სამყაროსთან იურთიერთონ. ბიოსენსორმა შეიძლება ნევრული დაავადების ადრეული ნიშნებიც კი ამოიცნოს", — აღნიშნავს პრესრელიზში კვლევის წამყვანი ავტორი, ალი იანიქი.
ეს ინოვაცია ტვინის ინტერფეისების განვითარების ახალი მიდგომაა. მაგალითად, ილონ მასკის Neuralink-სგან განსხვავებით, NeuroSWARM3 იმპლანტის მაგივრად, ორგანიზმში მოძრავ ნანოსენსორებს იყენებს.
ლაბორატორიული ცდის დროს, მეცნიერებმა ნახეს, რომ ბიოსენსორს ერთი ტვინის უჯრედის აქტივობის აღქმაც კი შეუძლია. ეს ახალი ამბავი არაა, თუმცა ფაქტი რომ თავისუფლად მოძრავ ნანოსენსორს მსგავსი ინფორმაციის თავის ქალის მიღმა გადაცემა შეუძლია, დიდი მიღწევაა. ასეთმა ტექნოლოგირმა განვითარებამ შესაძლოა ნეირომეცნირული კვლევები გაადვილოს, ხოლო ნეირომედიცინა ახალ დონეზე აიყვანოს.
"ეს ამ ტექნოლოგიის განვითარების მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი შემდეგი მიზანი ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებაა", — დაამატმა ალი იანიქმა.
კომენტარები