დაბინძურებულ მდინარეებში თევზები მეტამფეტამინზე დამოკიდებულები შეიძლება გახდნენ — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, თევზები შესაძლოა მათ საბინადრო მტკნარ წყალში ჩაღვრილ მეტამფეტამინზე დამოკიდებულნი გახდნენ იმ დონემდე, რომ სტიმულანტის მოძებნის აქტიურ მცდელობებსაც მიმართონ.
ადამიანების მიერ გამოყენების შემდეგ, მეტამფეტამინი საკანალიზაციო სისტემების გავლით წყლითსავალ გზებს უერთდება და ნარჩენი წყლის გამწმენდი ნაგებობებიდან გამოიყოფა.
"სადაც მეტამფეტამინის მომხმარებლები არიან, იქ მტკნარ წყლებში მეტამფეტამინით დაბინძურებაც შეინიშნება", — განუცხადა Live Science-ს კვლევის პირველმა ავტორმა პაველ ჰორკიმ, ჩეხეთის აგროტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ქცევითმა ეკოლოგმა.
ჟურნალებში Chemosphere და Water გამოქვეყნებულ მოხსენებებზე დაყრდნობით, მეტამფეტამინი მდინარეებს მთელ მსოფლიოში აბინძურებს, სადაც მისი კონცენტრაციები ერთ ლიტრზე რამდენიმე ნანოგრამიდან უამრავ მიკროგრამამდე იცვლება. წყლითსავალ გზებში ამფეტამინის საყოველთაო გავრცელების პირობებში, ჰორკი და მისი კოლეგები დაინტერესდნენ, თუ გახდებოდნენ თევზები დამოკიდებული ნარკოტიკის ამ პატარა დოზებზე.
Journal of Experimental Biology-ში, 6 ივლისს გუნდის მიერ გამოქვეყნებული ახალი ლაბორატორიული კვლევა გვთავაზობს, რომ დიახ, მეტამფეტამინის ძალზე უმნიშვნელო დოზებიც კი საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს მტკნარი წყლის თევზებში დამოკიდებულების გამოსაწვევად.
ამის შემდეგ, Live Science-ს ექსპერტმა უთხრა, რომ მიუხედავად თევზების მიერ მეტამფეტამინით დაბინძურებული წყლის მოთხოვნისა, მაინც არ არის ეს საკმარისი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ საქმე ნამდვილად დამოკიდებულებასთან გვაქვს.
"რთული სათქმელია, რომ ეს თევზები მეტამფეტამინზე ნამდვილად არიან დამოკიდებულნი, მაგრამ ისინი უდავოდ ანიჭებენ უპირატესობას ნაერთს, რომელსაც ჩვეულებრივ ნამდვილად არ უნდა ირჩევდნენ", — თქვა გაბრიელ ბოსემ, სადოქტოროს შემდგომი კვლევის ასპირანტმა უტაის უნივერსიტეტში, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ბოსე მოდელად ზებრა თევზს იყენებს, რათა ტვინის კომპლექსური დაავადებები შეისწავლოს და ახლახან განავითარა თევზებში ოპიოიდების მოთხოვნისაკენ მიმართულ ქცევათა შემსწავლელი ტექნიკა.
"როგორც ჩანს, მეტამფეტამინისაკენ მიდრეკილება რამდენიმე დღეშივე ქრება, თუმცა, თუ თევზი ნამდვილად დამოკიდებულია, ნავარაუდევია, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ ხანს უნდა გრძელდებოდეს. დაუძახებთ თუ არა ამას დამოკიდებულებას, საკამათოა, მაგრამ აშკარაა, რომ მეტამფეტამინმა ცხოველთა ქცევა შეცვალა. ამ ეფექტებმა კი, შესაძლოა, მათ მიერ საკვების ძებნის, მტაცებლებისგან თავის არიდებისა და ველურ ბუნებაში გამრავლების უნარები შეასუსტოს", — აღნიშნა ბოსემ.
ექსპერიმენტის მიმდინარეობა
ჰორკის თქმით, კვლევაში გუნდი კონკრეტულად ყავისფერ კალმახზე (Salmo trutta) კონცენტრირდა, რომელიც ევროპის, დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრია და ანტარქტიკის გარდა, ყველა კონტინენტზე გვხვდება. მკვლევრებმა 60 ცალი კალმახი ნარკოტიკისგან თავისუფალ ავზში მოათავსეს და 60 კი — ლიტრზე 1 მიკროგრამი კონცენტრაციის მქონე მეტამფეტამინით შეზავებულ ავზში.
მკვლევრებმა მოცემული ჯგუფის თევზები მეტამფეტამინიან წყალში ორი თვით გააჩერეს, რასაც ნარკოტიკის მუდმივი ზემოქმედების სიმულაცია უნდა შეექმნა, რომელიც შესაძლოა დაბინძურებულ მდინარეში ვითარდებოდეს. შემდეგ მკვლევრებმა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თევზები სუფთა ავზში გადაიყვანეს 10 დღით; გუნდმა ივარაუდა, რომ, მასზე წვდომის დაკარგვის შემდეგ, დამოკიდებულების შემთხვევაში, კალმახები ნარკოტიკისგან თავის დანებებასთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიმპტომებს გამოავლენდნენ.
"ამ სიმპტომებზე შესამოწმებლად, მათ მოიფიქრეს ექსპერიმენტი, სადაც თევზებს შეეძლოთ აერჩიათ, სუფთა წყალში იცურავებდნენ თუ ნაწილში, რომელიც მეტამფეტამინის მცირე რაოდენობას შეიცავდა; ავზი იმგვარად იყო მოწყობილი, რომ წყლის ორი ნაკადი ერთმანეთს არ ერეოდა, მაგრამ თევზს მათ შორის ცურვა თავისუფლად შეეძლოთ. თევზებმა, რომლებიც აქამდე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ მოქცეული, მეტამფეტამინიან წყალს მიანიჭეს უპირატესობა, რაც ნარკოტიკზე მიჩვევის ნიშნად იქნა აღქმული", — უთხრა ჰორკიმ Live Science-ს.
გუნდმა უნარკოტიკო ავზში მოათავსებიდან მეორე, მეოთხე, მეექვსე, მერვე და მეათე დღეებში თევზები აარჩია; მათ იგივე ექსპერიმენტში ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ მყოფი თევზებიც ჩართეს შესადარებლად და აღმოაჩინეს, რომ ავზების ცვლილების შემდეგ, პირველი ოთხი დღის განმავლობაში, ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ მყოფები უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ ამფეტამინიან წყალს, ვიდრე თევზები, რომელსაც მასთან აქამდე კავშირი არ ჰქონიათ. ამ განსხვავებამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თევზების მიერ სუფთა წყალში გატარებული დრო შეამცირა.
თევზური სტრესი მეტამფეტამინის გარეშე
მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ, ზოგადად, ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თევზები პირველი ოთხი დღის განმავლობაში გარკვეულწილად უმოძრაონი გახდნენ, როცა ჩვეულებრივი თევზები დაახლოებით იგივე სისწრაფით დაცურავდნენ. მოძრაობის ნაკლებობამ ისინი მიანიშნა, რომ მათში ამფეტამინის გარეშე ყოფნა სტრესს იწვევდა; ჟურნალ Behavioural Brain Research-ში ბოსეს მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული მოხსენების საფუძველზე, მეცნიერებს მსგავსი ქცევა ზებრა თევზებშიც უნახავთ, რომლებიც ოპიოიდების ზემოქმედებას მოაშორეს. ქცევითი ცვლილებების უკეთ გასაგებად, გუნდის წევრებმა თევზების ტვინის ქსოვილთა ნიმუშები აიღეს და სკრინინგი ჩაუტარეს მეტამფეტამინზე და ამფეტამინზე, ნარკოტიკის მეტაბოლურ თანაპროდუქტზე.
"იყო განსხვავებები ამფეტამინისა და მეტამფეტამინის კონცენტრაციებში, რაც, შეიმჩნეოდა, რომ ქცევით ცვლილებებთან იყო კავშირში", — განაცხადა ჰორკიმ.
ტვინში ამფეტამინის რაოდენობა, რომელმაც მეტამფეტამინის წარსულ ზემოქმედებაზე უნდა მიუთითოს, კორელაციაში იყო ცურვის დამძიმებულ მანერასთან იმ კალმახებში, რომლებიც ნარკოტიკს "თავს ანებებდნენ". ამის საპირისპიროდ, მეტამფეტამინი გამოჩნდა იმ თევზების ტვინში, რომელთაც ქცევითი ექსპერიმენტის დროს მოწამლულ წყალში ცურვა არჩიეს; ეს მწვავე ზემოქმედება კორელირებდა ცურვის აჩქარებასთან, რამაც კვლავ იმაზე მიანიშნა, რომ დამოკიდებულ თევზებს მეტამფეტამინი ნარკოტიკისათვის თავის დანებების პროცესთან დაკავშირებულ უსიამოვნო შეგრძნებებს უმსუბუქებდა.
"ეს ყველაფერი ერთად აღებული, შედეგად იმ ვარაუდს იძლევა, რომ ველურ ბუნებაში ყავისფერი კალმახები შესაძლოა დამოკიდებული ხდებოდნენ მდინარეებში არსებული მეტამფეტამინის მცირე დოზებზე და შეიკრიბონ იმ ადგილებში, სადაც წამლის რაოდენობა მეტია. ასეთ არაბუნებრივ მიზიდულობას ერთი არეალის მიმართ არა მხოლოდ თევზების მიგრაციული კანონზომიერებების ჩაშლა, არამედ საკვებისა და პარტნიორის ძებნის პროცესების წარმატებული მიმდინარეობის შეფერხებაც შეუძლია", — განაცხადეს ავტორებმა.
მაგრამ, კვლავაც, როდესაც ბოსე ეთანხმება, რომ მეტამფეტამინის ზემოქმედებას თევზებში თვითგადარჩენის პროცესის შეფერხება შეუძლია, ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ არის, რომ ცხოველები ნარკოტიკებზე დამოკიდებულები ხდებიან. მან აღნიშნა, რომ ავტორებს მათი მოსაზრების გამყარება ამჟამინდელი ექსპერიმენტის ოდნავი გაუმჯობესებით შეუძლიათ.
"პირველ რიგში, შეუძლიათ მეტი დრო მისცენ თევზებს მეტამფეტამინით შეზავებული სექციის უკეთ შესასწავლად; მიცემულ საათებში, ნაცვლად წუთებისა, როგორც ახლანდელ კვლევაშია, თევზებმა შესაძლოა ისწავლონ, სადაა ნარკოტიკი ხელმისაწვდომი და მისი ძებნისაკენ მიმართული უფრო მუდმივი ქცევა გამოავლინონ. მათი არჩევანი შეზავებული წყლის მიმართ შესაძლოა დღეების მანძილზეც შემოწმდეს, რათა გამოჩნდეს, რამდენად მუდმივია მათი სწრაფვა დაბინძურებული წყლისკენ მას შემდეგ, რაც ნარკოტიკისადმი წვდომა შეუზღუდეს. ასევე, გუნდს შეუძლია დამატებითი ტესტები ჩაატაროს იმის საჩვენებლად, არიან თუ არა ცხოველები ნამდვილად სტრესში, ნარკოტიკის მოშორების შემდგომ აღძრული სიმპტომების ფაზაში; მაგალითად, შეუძლიათ გაზომონ მათი კორტიზოლის დონეები და ჩაუტარონ სტრესის ფორმალური ტესტები. ზებრა თევზის შემთხვევაში, სტრესის საზომი ტესტები მოიცავს დაკვირვებას, თუ რას აკეთებენ თევზები მათთვის უჩვეულო ავზში მოთავსებისას", — თქვა მან.
ჰორკის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან კვლევა ლაბორატორიულ პირობებში შესრულდა, გუნდს კვლავაც ესაჭიროება დაადგონოს, აღმოჩენილი მიჩვევისა და ამისაგან გამოწვეული სიმპტომების კანონზომიერებები რამდენად ვლინდება თევზის ველურ პოპულაციებშიც. ასევე ჩნდება კითხვა, თუ როგორ ერევა მეტამფეტამინი სხვა დამაბინძურებელ აგენტებს წყალში, მათ შორის სხვა წამლებს, თუნდაც ანტიდეპრესანტებს, და როგორ ზეგავლენას ახდენს ყველა ამ ნარევის კოლექტიური ზემოქმედება თევზის ქცევაზე.
"ბევრი საყურადღებო მომწამვლელი ნივთიერებაა — არა მხოლოდ აკრძალული საშუალებები, არამედ რეცეპტით გაცემული წამლებიც, როგორიც ანტიდეპრესანტებია", — აღნიშნა მან.
კომენტარები