ისტორიაში პირველად — იმ ფარის რუკა შექმნეს, რომელიც მზიური ქარებისგან გვიცავს
2009 წელს, NASA-ს Interstellar Boundary Explorer-ის გამოყენებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც IBEX, ასტრონომები აკვირდებოდნენ ლენტის მსგავს სტრუქტურას, რომელიც ჩვენს მზის სისტემასა და დანარჩენ ვარსკვლავთშორისი სივრცის შორის "ცეკვავდა".
IBEX-ის მიერ ლენტის აღმოჩენა, რომელიც უხილავია, როგორც ტელესკოპებისთვის, ასევე ადამიანის თვალისთვის, მეცნიერთა ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო იმისათვის, რომ ჰელიოსფეროს (ბურთის მაგვარი ფარი, რომელიც მზიური ქარისაგან შედგება) შესახებ უფრო მეტი რამ გაგვეგო.
ახალი კვლევის შედეგად გამოქვეყნდა ფარის მთლიანი საზღვრები. ეს შეგროვებული მონაცემები შეიძლება ჰელიოფიზიკის კვლევის ახალი ეპოქის დასაწყებად იქნეს გამოყენებული.
"უმეტეს ხელსაწყოებს, რომელთაც კოსმოსში ნაწილაკების ამოცნობა ძალუძთ, მხოლოდ დამუხტული ნაწილაკების შემჩნევა შეუძლიათ, მაგრამ IBEX უნიკალურია", — ამბობს დანიელ რეიზენფელდი, ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი და ახალი კვლევის ავტორი.
IBEX-ს ენერგეტიკულად ნეიტრალური ატომების შემჩნევაც შეუძლია, თავდაპირველად ისინი მზიდან გამოდიან თუმცა შემდეგ ვარსკვლავთშორისი სივრცის ელექტრონებს ეჯახებიან და ანეიტრალებენ მათ. ეს ატომები მთელს კოსმოსში გვხვდება და სწორედაც ამ ენერგეტიკულად ნეიტრალურ ატომების ნაკადებზე დაკვირვება, შესაძლოა, გამოსახულების მიღების მძლავრი მექანიზმი იყოს.
11 წლიან მზის ციკლზე დაკვირვების შედეგად, მკვლევრებმა შექმნეს მთლიანი ჰელიოსფეროს სამგანზომილებიანი რუკა, რომელზე დაყრდნობითაც რეიზენფილდი ამბობს, რომ ეს ფარი იცავს დედამიწას და სხვა პლანეტებს მავნე რადიაციისაგან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ეს რუკა, არ არის ზუსტი, თუმცა იგი ძალიან გამოსადეგი იქნება მზესთან დაკავშირებული მომავალი მისიების შესასრულებლად.
ეს და სხვა მომავალი მისიები მეცნიერებს დაეხმარებათ იმაში, რომ უფრო მეტი რამ გაიგონ მზის შესახებ.
კომენტარები