მსოფლიოში პირველად, CRISPR-ის ტექნოლოგია კოსმოსში გამოიყენეს
მიგნება დაგვეხმარება, უფრო და უფრო შორს ვიმოგზაუროთ კოსმოსურ სივრცეში.
CRISPR საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფმა ასტრონავტებმა კოსმოსში პირველად, წარმატებით გამოიყენეს CRISPR გენომის რედაქტირება.
მკვლევართა გუნდმა CRISPR-Cas9-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამოყენება შეძლო და აჩვენა, როგორ შეიძლება დნმ-ის აღდგენასა და დაზიანებაზე მიკროგრავიტაციის გავლენის შესწავლა. ექსპერიმენტი, თავის მხრივ, 2019 წელს ჩატარდა, თუმცა მიგნებები წინა ოთხშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალში PLoS ONE.
დნმ-ის აღდგენა კოსმოსში
მკვლევრებმა ასევე შეძლეს კოსმოსში დნმ-ის აღდგენის შესასწავლად ახალი ტექნიკის განვითარებაც საფუარის უჯრედების გამოყენებით. მეცნიერები CRISPR ტექნოლოგიას საფუარის დნმ-ის ჯაჭვების დასაზიანებლად იყენებდნენ და აკვირდებოდნენ, როგორ აღიდგენდა თავს.
მიგნებები მკვლევრებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, აღიდგენს თუ ვერა დნმ თავს კოსმოსში მოგზაურობის დროს და, თუ დიახ, როგორ.
“დედამიწის დამცავი ატმოსფერული ზედაპირის გარეთ მოგზაურობა ასტრონავტებში დნმ-ის დაზიანების რისკს ზრდის. მაშასადამე, დნმ-ის აღდგენის რომელ სტრატეგიას იყენებს სხეული კოსმოსში შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს", — ითქვა პრესაში გამოქვეყნებელ ოფიციალურ განცხადებაში.
წინ და წინ — მოგზაურობა კოსმოსში
სიახლეს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს შორეული კოსმოსური მოგზაურობისთვის. მაგალითად, თუ მკვლევრები მაიონებელი რადიაციის მიერ ასტრონავტების დნმ-ში გამოწვეული დაზიანების გაგებას შეძლებენ, საშუალება მიეცემათ, საფრთხის თავიდან აცილების მეთოდებიც შეიმუშაონ.
როდესაც ასტრონავტები კოსმოსში მოგზაურობისთვის საკმარისად მომზადებულები და დაცულები იქნებიან, კოსმოსურ სივრცეში იმაზე შორს შევძლებთ წასვლას, ვიდრე ოდესმე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
კომენტარები