ძალადობრივი ჯგუფების მიერ ღირსების მარშის ჩაშლას უცხოური მედია ეხმაურება
ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge
5 ივლისს თბილისში მიმდინარე ძალადობრივ კონტრაქციას, რასაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარშის გაუქმება მოყვა, მსოფლიო მედია, მათ შორის — BBC, The Guardian და Reuters ეხმაურებიან.
"საქართველოში ლგბტ აქტივისტებმა ქვიარ საზოგადოების უფლებების დასაცავად გამართული ღონისძიება მას შემდეგ გააუქმეს, რაც მათი ოფისი ულტრამემარჯვენეებმა დაარბიეს", — წერს BBC.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საელჩოები სახელმწიფოს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებენ. მოყვანილია, აგრეთვე, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქცია მიუღებელია და ღარიბაშვილს მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად — ღარიბაშვილი
"მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კანონით აკრძალულია, სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორისაა მოქცეული, დღემდე ძალიან კონსერვატიულ ქვეყანად რჩება", — ვკითხულობთ სტატიაში.
"საქართველოში ღირსების მარში ორგანიზატორებმა მას შემდეგ გაუუქმეს, რაც მემარჯვენე დემონსტრანტებმა ლგბტქ აქტივისტების ოფისი დაარბიეს და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა განახორციელეს, რასაცც ქვეყნის პრემიერმინისტრი, როგორც ჩანს, თავად ღონისძიებას აბრალებს", — ვკითხულობთ The Guardian-ის სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი კონტრაქცია თბილისში ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პირველი შემთხვევა არაა. 5 ივლისის კონტრაქცია სტატიაში 2013 წლის 17 მაისს მიმდინარე მოვლენებთანაა შედარებული, რომლის დროსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს.
ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციას Reuters-იც გამოეხმაურა:
"ორშაბათს მარში კონტრაქციის მონაწილეებმა მანამდე ჩაშალეს, სანამ დაიწყებოდა. ლგბტ+ აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ცდილობენ მათი მოწინააღმდეგეები აივანზე აძრომას, სადაც მათ ცისარტყელის დროშა დახიეს და თბილისი პრაიდის ოფისშიც შეიჭრნენ. სხვა ვიდეოში ვხედავთ ჟურნალისტს, რომელსაც პირი და ცხვირი დასისხლიანებული აქვს და კაცს სკუტერზე, რომელიც ჟურნალისტებს ქუჩაში ეჯახება", — ვკითხულობთ სტატიაში.
დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
- ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა;
- ვგმობ ძალადობას და ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის ან გენდერული იდენტობის გამო — პრეზიდენტი;
- ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა IPN-ის ფოტორეპორტიორიც სცემეს;
- საპატრიარქო თავისივე დაორგანიზებულ ძალადობას ემიჯნება;
- რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10000 კაცი, თუ რამდენიც იყო, ემართა — კობახიძე;
- ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები ბავშვებს საცემად მისდევდნენ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები