ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) "ტვ პირველი" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მეორედ, ამჟამად 5 000 ლარით დააჯარიმა.
კომისია "ტვ პირველს" შემდეგი ფრაზების გამოყენებისთვის ედავებოდა — "დიდი ნადირობა მოაწყო", "სქროლვა-სქრინვის სააგენტო", "ჩეჩნური ტიპის რაზმი", "აქტივისტებზე ნადირობა", "პოლიციას ნერვებმა უმტყუნა". კომისიის შეფასებით, აღნიშნული ტერმინოლოგიის გამოყენებით მაუწყებელმა ახალი ამბები პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გააშუქა და ამით კანონით დადგენილი მოთხოვნები დაარღვია.
"ტვ პირველის" იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია:
"რა თქმა უნდა, თვითონ გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. მარეგულირებელ კომისიას კრიტიკული მედიის მიმართ უკვე აქვს იმგვარი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა, რომლებიც არ არის დასაბუთებული და მიზანმიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. მათ შორის რამდენიმე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული, თუმცა ეს ფორმალურია. მიუხედავად იმისა, პროცესი ჩაინიშნება თუ არა სასამართლოში, ვიცით, რა იქნება გადაწყვეტილება.
პროცესები არც ინიშნება — დაახლოებით 4 წლის წინ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრები სასამართლოს დღემდე არ განუხილავს. გარდა ამისა, სანქციები, რა თქმა უნდა, მზარდია — თუ ის პირველ ეტაპზე იყო 2 500 — 3 000 — 5 000 ლარი, სამომავლოდ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ეს მარეგულირებელ კომისიას აძლევს საფუძველს, იმსჯელოს უკვე ლიცენზიის შეჩერებაზე, რაც არა მხოლოდ ტელეკომპანია "პირველისთვის", არამედ ზოგადად ქვეყნისთვის იქნება ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება," — ამბობს ადვოკატი
"ტვ პირველთან".
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამოყენებისთვის ტელეკომპანია 25 ივნისს 2500 ლარით დააჯარიმა.
ComCom აღნიშნა, რომ ვინაიდან მიმდინარე წლის განმავლობაში "ტელეკომპანია პირველის" მიმართ მსგავსი დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე გამოყენებული იყო, აღნიშნული ფაქტი განმეორებით ქმედებად შეფასდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიას კანონით განსაზღვრული მინიმალური ფინანსური სანქცია — 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები