ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ 2027 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. სამთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ რიგით 71-ე ევროფესტივალს ბულგარეთის ქალაქი ბურგასი უმასპინძლებს. შევიტყვეთ კონკურსის თარიღებიც: ნახევარფინალური ტურები 11 და 13 მაისს, გრანდიოზული ფინალი კი 15 მაისს გაიმართება.
ევროვიზიის მასპინძელი ქალაქის შერჩევა მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ კონკურსის ორგანიზატორები როგორც ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ასევე ევროვიზიის შემქმნელი ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU). ისინი სტუმრობდნენ ბულგარეთის ოთხ სხვადასხვა ქალაქს და აფასებდნენ შეთავაზებულ საკონცერტო დარბაზებს. საბოლოოდ კი, მათი არჩევანი არენა ბურგასზე შეჩერდა, რომელიც 15 ათასამდე ადამიანს იტევს.
"ბურგასი ევროვიზიას რაღაც განსაკუთრებულს სძენს", — აცხადებს კონკურსის ხელმძღვანელი მარტინ გრინი, — "ესაა სიცოცხლით სავსე, სტუმართმოყვარე ქალაქი, რომელსაც მუსიკალური და კულტურული იდენტობა გამოარჩევს და აქვს იმის ამბიცია, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შემართება, რომ ევროვიზიის ოჯახს უმასპინძლოს".
მასპინძელი ქალაქის გამოვლენით, მომავალი წლის ევროფესტივალისთვის სამზადისი მომდევნო ეტაპზე ინაცვლებს. სულ მალე, 1-ელ სექტემბერს გაიხსნება ე.წ. ევროვიზიის ახალი სეზონი — ამ თარიღის შემდეგ გამოსულ ნებისმიერ სიმღერას ექნება საშუალება, 2027 წლის ევროვიზიის სცენაზე გაჟღერდეს.
2027 წლის ევროფესტივალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გამოარჩევს: ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში პირველად, კონკურსზე დებიუტანტი ქვეყანა გვეყოლება — არც მეტი, არც ნაკლები, კანადა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ევროვიზიას უბრუნდება ჩრდილოეთ მაკედონიაც.
საქართველოს მომავალი წლის ევროვიზიაზე მონაწილეობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყანა კონკურსზე წელს ჯგუფმა ბზიკებმა წარადგინა, მაგრამ ისინი ფინალს მიღმა დარჩნენ.
წლევანდელი ევროფესტივალი კი, რომელსაც ავსტრია მასპინძლობდა, ბულგარეთის მოგებით დასრულდა. 27 წლის პოპვარსკვლავმა დარამ, სიმღერით Bangaranga, თავის ქვეყანას ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა.
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
კომენტარები