ოცნებები ხდება: პირველი კოსმოსური სასტუმრო ძალიან მალე ამოქმედდება
აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებულმა კომპანიამ Orbital Assembly Corporation-მა, რომელიც NASA-ს ვეტერანების მიერ იმართება, 24 ივნისს პრესაში განაცხადა, რომ წარმატებით წარადგინეს ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა სამყაროს პირველი კოსმოსური სასტუმროს შესაქმნელად.
კომპანიამ მისი დემონსტრაცია მოახდინა კალიფორნიაში, საკუთარი დაწესებულების, ფონტანას გახსნის დროს. ფონტანა მათი მთავარი შტაბბინაა, რომელიც მიზნად ისახავს კოსმოსური არდადეგების რეალობად ქცევას 2030 წლამდე.
ფართომასშტაბიანი კოსმოსური კონსტრუქციები ნახევრად ავტომატური რობოტების მიერ იქნება აშენებული
Orbital Assembly Corporation რომელიც თავს იწონებს იმით, რომ იგი არის "პირველი ფართომასშტაბიანი კოსმოსური სამშენებლო კომპანია", მუშაობს ნახევრადავტომატური რობოტების შექმნაზე, რომლებსაც საბოლოოდ გააგზავნიან კოსმოსში ფართომასშტაბიანი სტრუქტურების ასაშენებლად, როგორიც, მაგალითად, დედამიწის ორბიტაზე მყოფი სასტუმრო იქნება.
ფირმის მიზანია, ააშენოს Voyager Space Station (VSS), მდიდრული ცირკულარული კოსმოსური სადგური, რომლის დიამეტრიც 200 მეტრი იქნება.
კომპანიამ ახლახანს წარადგინა ერთ-ერთი ახალი ტექნოლოგია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ააშენონ ფართო სტრუქტურები კოსმოსურ სივრცეში.
ჰაბიტაციის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ტიმ ალატარემ განაცხადა:
"დღეს ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპს მივაღწიეთ Demonstrator Structural Truss Assembly Robot (DSTAR) ფაბრიკატორის დამტკიცებაში. იმის ყურება, თუ როგორ აწყობდა DSTR ექსვტონიან ჩარჩოს, რომელიც ფეხბურთის მოედნის სიგრძეზე გაფართოვდა, ყველსათვის ამაღელვებელი იყო. სავარაუდოდ, ჩვენი მისია 2023 წლისთვის იქნება ჩანიშნული".
კომპანიამ ტვიტერზე დაპოსტა, რომ მათ დემოს დიდი წარმატება ხვდა წილად და ასევე ისინი უახლოეს მომავალში გაგვიზიარებენ უფრო მეტ დეტალებს ღონისძიებაზე ნაჩვენები ტექნოლოგიის შესახებ.
ხელოვნური გრავიტაცია კოსმოსში
კოსმოსური სასტუმრო შექმნილია სტუმრებისთვის ფუფუნებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად. კოსმოსში ალბათ მთავარი კომფროტი გრავიტაციაა, რომელიც, საწმუხაროდ, კოსმოსურ სივრცეში დედამიწასთან შედარებით ძალიან სუსტია, რაც პრობლემებს წარმოშობს, თუმცა რაღა თქმა უნდა, კომპანიამ ამაზეც იფიქრა და ამის შედეგად სასტუმროში ხელოვნური გრავიტაცია გვექნება. voyager-ში ხელოვნური გრავიტაცია მისი ნელა ბრუნვის შედეგად წარმოიქმნება.
DSTAR-ის შემდეგ კომპანია 2023 წლის ამბიციური მისიის ფარგლებში მიზნად ისახავს PSTAR -ის (Structural Truss Assembly Robot) პროტოტიპის ამოქმედებას დედამიწის დაბალ ორბიტაზე. PSTR წარმოადგენს 52 მეტრი დიამეტრის მქონე წრეს, რომელიც ბეჭდის ფორმას მიიღებს და იგი გახდება კოსმოსური სასტუმრო Voyager-ის პროტოტიპი.
ამ წრეში, განთავსებული იქნება ოთხი საბორტო მოდული, რომლის ბიძგების საშუალებით შესაძლებელი იქნება ბეჭდის დატრიალება. თუ ყველაფერი გეგმისდა მიხედვით წავა, ორბიტალური ასამბლეა იქნება პირველი, ვინც მიაღწევს მთვარის დონის ხელოვნურ გრავიტაციას კოსმოსში.
ეს იქნება როტაციის პირველი ფართომასშტაბური დემონსტრირება, რომელიც ემსახურება ხელოვნური გრავიტაციის შექმნას კოსმოსურ სივრცეში. ეს ტექნოლოგია ასევე შესაძლებელს გახდის ფართო, სამყაროს გარე-კოლონიის უზარმაზარ ასტეროიდისა და ჯუჯა პლანეტის ცერერას გარშემო ორბიტაზე მოძრაობას, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელზე მდებარეობს.
ორბიტალური ასამბლეა იმედოვნებს, რომ კოსმოსური სასტუმრო Voyager ფუნქციონირებას 2027 წლისთვის დაიწყებს.
სრული კომფორტი სტუმრებისათვის
კომპანია აცხადებს, რომ სტუმრები სრული კომფორტით ისარგებლებენ, როგორიცაა: აბაზანები, სპორტული დარბაზები, თემატური რესტორნები, დედამიწის კოსმოსიდან დასათვარიელებლად განკუთვნილი ლაუნჯები, ბარები და კონცერტებიც კი.
კომპანია გვამცნობს, რომ მათ საშუალება ექნებათ 400 სტუმარი მიიღონ და ასევე ისინი მიესალმებიან სტუმრებს კოსმოსური სააგენტოებიდან, რომელთაც ენდომებათ თავად გამოცადონ ხელოვნური გრავიტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ორბიტალურ ასამბლეას ჯერ არ გაუმჟღავნებია ჩვენთვის კოსმოსური არდადეგების ღირებულება, თავისთავად ცხადია, რომ ეს იაფი არ იქნება.
ცნობისთვის, სერ რიჩარდ ბრანსონის Virgin Galactic მიზნად ისახავს, რომ კოსმოსი "უფრო ხელმისაწვდომი" გახადოს, შესაბამისად, კოსმოსური ხომლადის ერთი ბილეთის ღირებულება დაახლოებით 250 000$ იქნება.
დისკუსია: დარჩებოდით თქვენ ამ სასტუმროში?