ჰაუსმასტერის ქართული ნიშა თანამედროვე შრომის ბაზარზე
ინოვაციური იდეა პროგრესის წინაპირობაა. ვიდრე იდეა შედეგად გარდაიქმნება, ვიდრე მოლოდინები თამამ მიზნებს უპასუხებს, პროცესში ჩართული მხარეები გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებს შორის პარალელებს ავლებენ. საქართველოში ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. "ჰაუსმასტერის" პროფესიის დანერგვა ოთხი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის მუშაობის შედეგია. პროექტი "ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება (ჰაუსმასტერი 3)" ინიციატივამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთი" (CHCA) და უძრავი ქონების ევროპის საგანმანათლებლო ცენტრმა (EBZ) გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს. გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში შენობა–ნაგებობების მოვლის სექტორში ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიული პროგრამა შეიქმნა და ძალიან მალე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დაინტერესებული პირებისთვის ავტორიზებული სასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობაც გაჩნდება.
ჰაუსმასტერის პროფესიის განვითარების ქართული ისტორია
საქართველოში ჰაუსმასტერის პროფესიის დანერგვა რამდენიმეწლიანი მუშაობის ისტორიას ეფუძნება. თავად იდეა 2017 წელს გაჩნდა. საწყის ეტაპზე პროექტის განმხორციელებლებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბინათამხანაგობების 170 წარმომადგენელი საერთო საკუთრების მართვის საკითხებში გადაამზადეს.
მოგვიანებით კონსორციუმმა ჰაუსმასტერის პროფესიული პროგრამის შექმნა და საქართველოში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრირება დაისახა მიზნად. სამუშაო პროცესში კოლეჯი "კონსტრუქტ2", უძრავი ქონების სამშენებლო კომპანია M2 და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ჩაებნენ.
სამუშაო პროცესში მოეწყო ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი გერმანიის ქალაქ ბოხუმში. ვიზიტის მიზანს სასწავლო პროგრამის შემუშავებაში ჩართულ ქართველ სპეციალისტებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონების ევროპის საგანმანათლებლო ცენტრის (EBZ) გერმანელ ექსპერტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა. ვიზიტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ჰაუსმასტერის ფუნქცია-მოვალეობების, მშენებლობის უსაფრთხოების, წყალგაყვანილობის, სასმელი წყლის რეგულაციების თაობაზე, დაათვალიერეს საგანმანათლებლო ცენტრის კამპუსი და გაიზიარეს სწავლების თანამედროვე მეთოდები.
გერმანულ გამოცდილებაზე დაყდნობით მომზადდა შენობა–ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა, რომელმაც წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია.
შენობა–ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის (ჰაუსმასტერის) კვალიფიკაცია
მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებაში სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2–ის გუნდთან ერთად პროფილურად იყვნენ ჩართულები დარგის სპეციალისტები. სასწავლო პროგრამის სახელწოდებაა "შენობა-ნაგებობებისა და შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის საშუალებები", ხანგრძლივობა — 22 კვირა (1 კვირა — 20 საათი), ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს დონე — მე–3, თუმცა ხარისხის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა პროგრამის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად. დაშვების წინაპირობა სრული ზოგადი განათლებაა. სასწავლო კურსი უფასოა. კოლეჯი უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებებს. პრაქტიკული სწავლების ნაწილში დაგეგმილია თანამშრომლობა სამშენებლო კომპანია M2-თან.
ე.წ. "ჰაუსმასტერის" კვალიფიკაციის მქონე პირს შეეძლება შენობა–ნაგებობაში საფრთხეების განსაზღვრა და რისკების შეფასება. იგი რეგულარულად აწარმოებს შენობის ინსპექტირებასა და მონიტორინგს, ეცოდინება ელექტროუსაფრთხოების პრინციპები; შეეძლება სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე; მართავს საგანგებო სიტუაციებს; ეცოდინება ლიფტების უსაფრთხოდ ექსპლუატაციის წესები; მოახდენს შენობა–ნაგებობის ზოგადი საფრთხეების იდენტიფიცირებას და შესაძლო რისკების ოპერატიულად აღმოფხვრას, რაც გამოიწვევს ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს; ექნება ნახაზის წაკითხვის უნარები. სასწავლო პროგრამის მონაწილეები ასევე შეისწავლიან სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფუძნებისა და მათი საქმიანობის ორგანიზების სამართლებრივ საკითხებს; სამეზობლო სამართლის, საერთო და ინდივიდუალური საკუთრების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის მახასიათებლებს; ხელშეკრულების სახეებს, შეძლებენ სტანდარტული და არსებული პირობების იდენტიფიცირებას.
სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის ბაზაზე შექმნილი ახალი სასწავლო პროგრამით მომზადებული კვალიფიციური ჰაუსმასტერების დასაქმების ადგილებად სამშენებლო კომპანიები მოიაზრებიან. M2-ს შენობა–ნაგებობის მოვლის მიმართულებით თანამშრომელთა დაქირავების პრაქტიკა უკვე აქვს.
მომავლის პროფესიის – ჰაუსმასტერის კუთხით არსებულ სტრატეგიულ გეგმებზე, ასევე მისი პოპულარიზაციის ტენდენციებზე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ, ლია კილაძემ ისაუბრა:
"ჰაუსმასტერის პროფესიის გერმანული მოდელი ცოტა განსხვავდება იმისგან, რომელიც ჩვენ შევქმენით, ეს არ არის მისი ასლი, ჩვენს მიერ შექმნილი პროფესიული პროგრამა ქართულ შრომის ბაზარს მოვარგეთ. გერმანულ პრაქტიკაში ჰაუსმასტერის პოზიციებზე ძირითადად მამაკაცები საქმდებიან, რომლებიც შეიძლება, იყვნენ სანტექნიკოსის, ელექტიკოსისა თუ სხვა კონკრეტული პროფილური კვალიფიკაციის მქონე პირები. ხშირად ისინი ქონების ყიდვა–გაყიდვის პროცესშიც მონაწილეობენ. ქართული სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულები კი უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისათვის რისკების შეფასებას და სავალდებულო ღონისძიებების განხორციელებას, ბიზნესთან და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას შეძლებენ. ვიდრე ჯგუფი პროგრამის შედგენაზე დაიწყებდა მუშაობას, ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა, რომლის მოთხოვნებსაც დაეფუძნა პროგრამის შინაარსი. ამიტომაც აქვს მას განვითარების პერსპექტივა.
ახალაშენებული ბინების უმეტეს ნაწილში ეს სერვისი უკვე განვითარებულია. გამოწვევად რჩება ძველი კორპუსები, სადაც მაცხოვრებლების მიერ საერთო საკუთრების ეფექტიანი მართვის პრაქტიკა სუსტია. ამას ემატება მოსახლეობის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ფონი და სიახლის მიმართ დაბალი მიმღებლობა. ამდენად, ვვარაუდობთ, რომ გადამზადებული კადრები ძირითადად ახალაშენებულ კორპუსებს მოემსახურებიან.
ვინაიდან ძველ კორპუსებში ასეთი ტიპის მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა დაბალია, სწორედ აქაა მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ჩართვა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს პრეცედენტების შექმნას და ამით ბიძგი მისცეს განვითარების პროცესს. მაგალითად, სამიზნედ შეიძლება საბავშვო ბაღებისა თუ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობა–ნაგებობების განსაზღვრა და მათ მოვლა–პატრონობაში გადამზადებული სპეციალისტების ჩართვა.
ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის უკრაინასა და ბელარუსში ეს პროფესია ძალიან კარგად განვითარდა არა მარტო ახალ კორპუსებში, არამედ ძველ საცხოვრებელ ბინებშიც. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა თანხმდება ანაზღაურების ფორმაზე და მაცხოვრებლებს გადახდის მორგებულ პირობებს სთავაზობენ. თუ, მაგალითად, მობინადრეს საერთო საკუთრების მოვლაში ფინანსური თანამონაწილეობა არ შეუძლია, მას შესაძლებლობა ეძლევა, თავისი შრომით უზრუნველყოს შენატანი.
ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერაც. მიუხედავად იმისა, რომ ბინათამხანაგობების შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს მოსაკრებლის გადახდისა და საერთო საკუთრების მოვლის საკითხებს, აღსრულების ნაწილში სათანადო მექანიზმები ჯერ კიდევ არ გვაქვს, მით უფრო, როცა საქმე ძველ საცხოვრებელ კორპუსებს ეხება. გასული 5 წლის მაგალითზე მახსენდება ქუთაისში, ძველ კორპუსებში პარაპეტების ჩამონგრევასთან დაკავშირებული ორი შემთხვევა, როდესაც ნანგრევებში ბავშვები მოყვნენ. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევა ფატალურად დასრულდა. აღნიშნულ ფაქტებზე არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. დასჯა მიზანი არ არის, აქ დროულ პრევენციაზე და პრობლემის ოპერატიულ იდენტიფიცირებაზეა საუბარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის საერთაშორისო ბაზართან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ჰაუსმასტერი არის საერთაშორისო პროფესია და ახალგაზრდა, რომელიც მის დაუფლებას გადაწყვეტს, მომზადებული კადრია დასაქმებისთვის არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
სამომავლოდ ჩვენი მიზანია ამ გამოცდილების გავრცობა აჭარის რეგიონში. ვგეგმავთ პროფესიული პროგრამის გაზიარებას ბათუმში მოქმედი ორი პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე. ვთანამშრომლობთ აჭარის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან. მათი მხრიდან არის მზაობა, პროფსასწავლებლებში გადამზადებული პროფესიონალი ჰაუსმასტერები მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ადმინისტრაციული შენობა–ნაგებობების მოვლის სექტორში დაასაქმონ", — ამბობს ლია კილაძე.
მშვიდობის მშენებლობა და მდგრადი შედეგები
2019–2020 წლებში პროექტი საინტერესოდ განვითარდა. კერძოდ, კონსორციუმის წევრმა ორგანიზაციამ — საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" პროექტის საქმიანობები მშვიდობის მშენებლობას დაუკავშირა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დუალური განათლების სასწავლო პროგრამა განახორციელა. დასაწყისში სამშენებლო სფეროში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამოვლენისთვის კვლევა ჩატარდა. შეირჩა გალში, ტყვარჩელში, სოხუმსა და გაგრაში მცხოვრები რვა ახალგაზრდა, რომლებიც მოგვიანებით კვლევის შედეგად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების დასაუფლებლად სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2–ის 6-თვიან სასწავლო პროგრამაში ჩაერთვნენ. ახალგაზრდებმა დე ფაქტო საზღვარი უსაფრთხოდ გადმოკვეთეს და სამშენებლო კოლეჯის საცხოვრებელ კამპუსში დაბინავდნენ. თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ მათ სტაჟირება თბილისში, სამშენებლო კომპანია M2-ში გაიარეს. მიღებული კვალიფიკაციით რვა კურსდამთავრებულიდან შვიდი წარმატებით დასაქმდა აფხაზეთში. ამგვარად, სამშვიდობო ინიციატივამ ხელი შეუწყო აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებასა და თვითრეალიზაციას.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთის" (CHCA) ხელმძღვანელი ნუკრი მილორავა გვიამბობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა საბჭოთა წარსულის მქონე თანამედროვე საქართველოში ახალი ინოვაციური პროფესიის გაჩენის აუცილებლობა:
"გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის ჩართულობით განხორციელდა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული საბინაო მეურნეობის პრობლემების ანალიზი, გაჩნდა თანამედროვე ხედვები, შემუშავდა სტრატეგიები, შემდგომ მოხდა მათი რეალიზაცია. საბინაო სექტორში არსებული გამოწვევები უკავშირდება არა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვის უნარ-ჩვევების არქონასა და მატერიალურ–ტექნიკური პირობების სიმწირეს, არამედ იმასაც, რომ ყველანი საბჭოთა საბინაო მეურნეობებიდან მოვდივართ. საქართველოში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს ათასობით მრავალბინიანი სახლი, სადაც პრივატიზაციის პროცესი წლების წინ სპონტანურად, ყოველგვარი გეგმის გარეშე დაიწყო. მოსახლეობის დიდ ნაწილს ისე გადაეცა საცხოვრებელი ფართები, რომ არ ჰქონდა გააზრებული ქონების მოვლა–პატრონობისა და მართვის პასუხისმგებლობა.
აღნიშნული პროექტი ემსახურება იმ გამოწვევას, რომელიც კვლევამ წარმოაჩინა. პროექტის გაჩენიდან მომავალი 10 წლის პერსპექტივაში განვითარდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველაზე დემოკრატიული რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ადაპტირებული, ასაკთან შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნას, გარემოს დაცვას, ენერგომოხმარების დაზოგვას, მრავალბინიანი სახლების გარშემო ტერიტორიების გამწვანებასა და კეთილმოწყობას. ჩვენი ხედვა მიმართულია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა მობინადრე საკუთარი ქონების მოსავლელად იქნება განწყობილი", — განაცხადა მან.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში თანამედროვე არქიტექტურული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობისა და უსაფრთხოების შექმნის კულტურა შრომის ქართულ ბაზარზე ჰაუსმასტერის პროფესიაზე მოთხოვნას აჩენს. შესაბამისად, ჰაუსმასტერი, როგორც მომავლის პროფესია, დღეს შეცვლილი სტატუსით იმკვიდრებს საკუთარ ნიშას და უკვე მოთხოვნადი თანამედროვე პროფესიაა ქართულ რეალობაში.
-
გადახედვახვალ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო საქმის განხილვა იწყება ხვალ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო საქმის განხილვა იწყება
-
გადახედვატრამპმა უკრაინის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად გენერალი კიტ კელოგი დანიშნა ტრამპმა უკრაინის საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად გენერალი კიტ კელოგი დანიშნა
-
გადახედვააშშ უკრაინას საბრძოლო ასაკის 18 წლამდე შემცირებისკენ მოუწოდებს აშშ უკრაინას საბრძოლო ასაკის 18 წლამდე შემცირებისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
-
გადახედვა"ძლიერი საქართველო" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს "ძლიერი საქართველო" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს
-
გადახედვანინო დოლიძე: ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა ნინო დოლიძე: ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა
-
გადახედვაევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირეს
-
გადახედვაცესკოს დადგენილება: თუ ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ცესკო-ს შეეძლება მათი კვოტები "ოცნებას" გადასცეს ცესკოს დადგენილება: თუ ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ცესკო-ს შეეძლება მათი კვოტები "ოცნებას" გადასცეს
-
გადახედვაცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
-
გადახედვაCPJ საქართველოს პარლამენტს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს CPJ საქართველოს პარლამენტს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს
-
გადახედვააღმოაჩინეს 120 000 წლის წინ გადაშენებული ადამიანის სახეობა, რომელსაც გიგანტური თავი ჰქონდა აღმოაჩინეს 120 000 წლის წინ გადაშენებული ადამიანის სახეობა, რომელსაც გიგანტური თავი ჰქონდა
-
გადახედვარამდენი თვალი აქვს ფუტკარს? რამდენი თვალი აქვს ფუტკარს?
-
გადახედვაალექსანდრე წულაძე: ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს ალექსანდრე წულაძე: ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს
-
გადახედვახაზარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი მხოლოდ რუსეთის უპირობო მორჩილებით და "რუსული კანონით" დაამახსოვრა ხაზარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი მხოლოდ რუსეთის უპირობო მორჩილებით და "რუსული კანონით" დაამახსოვრა
-
გადახედვა"ქართული ოცნების" წევრის, შოთა ბერეკაშვილის კომპანიას მერიასთან 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3 პროექტი აქვს "ქართული ოცნების" წევრის, შოთა ბერეკაშვილის კომპანიას მერიასთან 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 3 პროექტი აქვს
-
გადახედვაპეტრას აუსტრევიჩუსი: ეს არჩევნები დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე პეტრას აუსტრევიჩუსი: ეს არჩევნები დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე
-
გადახედვაევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: დაასანქცირეთ კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: დაასანქცირეთ კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 9 მაისს მოსკოვში აღლუმს დაესწრება
-
გადახედვაცესკოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი სიორიძე იქნება ცესკოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი სიორიძე იქნება
-
გადახედვაპეტერ ფიშერი: საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გერმანია აღარაა კარგი მეგობარი პეტერ ფიშერი: საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გერმანია აღარაა კარგი მეგობარი
-
გადახედვაThe Economist: ომის განმავლობაში 60—100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 400 ათასამდე კი — დაიჭრა The Economist: ომის განმავლობაში 60—100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 400 ათასამდე კი — დაიჭრა
კომენტარები