მეცნიერებმა ტვინის უჯრედების აქამდე უცნობი ორი ახალი ტიპი აღმოაჩინეს
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ დიდი ცოდნა მოგვცა, წინ ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის.
ახლა, მეცნიერებმა თაგვის ტვინში აღმოაჩინეს გლიას ორი ახალი ტიპი. გლიური უჯრედია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნეირონებს და აჩქარებს ნერვულ გადაცემას, აშორებს დაზიანებულ და დაღუპულ ნეირონებს და ხელს უშლის სისხლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების თავის ტვინში შეღწევას. ეს ახალი გლიები კი, როგროც ჩანს ზრდასრულობაშიც ტვინის ადაპტაციას და სიჯანსაღეზე ზრუნავენ.
ეს აღმოჩენა ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააკეთეს. მათ ტვინის გარკვეული რეგიონების უფრო კომპლექსურად შესწავლა შეძლეს. ეს რეგიონი ცნობილია, როგორც პარკუჭოვან-სუბვენტრიკულური ზონა და გვხვდება ყველა ხერხემლიან ცხოველში, მათ შორის ადამიანებში.
მკვლევრებმა შეისწავლეს ზრდასრულ თაგვებში ნერვული ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც ტვინის სხვადასხვა ტიპის ქსოვილებად გადაქცევა შეუძლიათ. შედეგად აღმოჩენილი იქნა "საძილე" ღეროვანი უჯრედები, რომლებიც გლიებად იქცნენ, მათ შორის ორ აქამდე უცნობ ტიპად.
შესაბამისად, მსგავს უჯრედებს არა მხოლოდ ნეირონების წარმოქმნა, არამედ სხვადასხვა ტიპის გლიების უჯრედების გაჩენაც შესძლებიათ.
ექსპერტების თქმით, ეს ახალი კვლევა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს გლიოგენეზის უკეთესად აღსაქმელად. ამით მეტს გავიგებთ თუ როგორ იქცევიან ღეროვანი უჯრედები გლიალურ უჯრედებად და რამდენად ზრდასრულ ასაკში შეიძლება ეს მოხდეს.
"ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ მოზრდილთა გლიოგენეზი უფრო ხშირია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. ეს რეგენრაციული თერაპიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია", — ამბობენ ექსპერტები.
რაც მეტი გვეცოდინება ამ პროცესზე, მით უკეთ შევძლებთ ტვინის დაზიანებული უჯრედების აღდგენას.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები