გიორგი მარგველაშვილი: ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების თემაზე რეფერენდუმის ჩატარება საქართველოს ანექსიას გამოიწვევს
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ინციდენტის, როდესაც ოკუპანტებმა საქართველოს უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქე ოკუპაციის ხაზთან მოკლეს.
დღესდღეობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მილიტარიზაციის პროცესი გრძელდება" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი მარგველაშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზეც ისაუბრა:
"ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. მათ არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და ოჯახებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.
ამავე დროს, ის ქართველები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ყოველდღიურად აწყდებიან ჰუმანიტარულ პრობლემებს. მათ ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები" - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებებს "ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ" ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან, რამაც კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია და დაამძიმა ჰუმანიტარული მდგომარეობა.
"სულ ახლახანს, ჩვენ მოწმენი გავხდით ახალი მცდელობისა ჩაატარონ ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი.
ყოველივე ზემოაღნიშნულს მივყავართ ოკუპაციიდან ანექსიამდე. ეს სიტუაცია მოითხოვს საერთაშორისო ჩართულობის გადაუდებელ საჭიროებას, რომ შემცირდეს რუსეთის დაძაბულობა და მოხდეს რუსეთის იძულება შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" ექვს პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი: რუსეთი ავლებს მავთულხლართებს, რათა ხალხს ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება წაართვას
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები