Microsoft-მა Windows 10-ის მხარდაჭერის შეწყვეტის თარიღი გვამცნო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Microsoft, Windows 10-ს მხარდაჭერას 2025 წლის 14 ოქტომბერს შეუწყვიტავს. ამ თარიღით მას გამოსვლიდან ზუსტად 10 წელი შეუსრულდება. Microsoft-მა მხარდაჭერის შეწყვეტის თარიღი თავისივე ვებგვერდზე, ინფორმაციის განახლებით გვამცნო.
როდის განაახლა Microsoft-მა დოკუმენტი უცნობია, თუმცა აქამდე იქ მხოლოდ ვინდოუსის კონკრეტული ვერსიების მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ იყო ხოლმე ინფორმაცია, ახლა კი მთლიანი ოპერაციული სისტემისაც გამოჩნდა. ეს შეიძლება კიდევ ერთი მინიშნება იყოს იმის შესახებ, რომ Microsoft ახალი ვინდოუსის გამოსაშვებად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ის ღონისძიება 24 ივნისს, ჩვენი დროით 19:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები