შშმ პირთა უფლებების კანონით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეუსრულებელია — NGO-ები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის დღეს, თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები მთავრობას კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებები დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებენ. საუბარია "შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესზე.
"შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე — 2020-2021 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავება განსაზღვრა. თუმცა, შშმ თემის მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად, კანონში შესაბამისი ვალდებულებების დაწესებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკის ჩარჩო დროულად შემუშავებულიყო", — აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
მათ საგანგაშოდ მიაჩნიათ, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის პირველი იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა.
"ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი — იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მიღების პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს; ესენია:
- 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება — დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები, რომელიც, თავის მხრივ, მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება;
- შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნა — ორგანოს ექნება ვალდებულება, განსაზღვროს და დააკოორდინიროს ქვეყანაში კონვენციის აღსრულება და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში.
"ამასთან, დროითი თვალსაზრისით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არარსებობის ფაქტი, რადგან სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე და მისი შესრულებისთვის სახელმწიფო ორგანოებს უნდა შეემუშავებინათ და 2021 წლის პირველ აპრილამდე თემატური სამოქმედო გეგმები დაემტკიცებინათ", — ნათქვამია განცხადებაში,
მათივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ერთიანი სტანდარტები და შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში არ გამოკვეთილა მოკლე და გრძელვადიანი პრიორიტეტები, სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაგვიანებით, შშმ თემის მონაწილეობის გარეშე, შეიმუშავა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმები ან ჯერ კიდევ არ განახორციელა აღნიშნული ვალდებულება.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია მიმდინარე წლის მაისში, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულების საკითხის საპარლამენტო განხილვისას მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტებმა მათი კანონისმიერი ვალდებულების შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო სამოქმედო გეგმები ვერ დაამტკიცეს.
"სამწუხაროდ, შშმ პირთა უფლებების დაცვა კვლავ გამორიცხულია პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან. ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევის, მათ შორის, პანდემიის, ფონზე, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებები და მათი მძიმე სისტემური უფლებადარღვევების ფაქტები უმეტესწილად სხვა, სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკოსებისა თუ მედიის წარმომადგენლების მიერ უფრო პრიორიტეტულად მიჩნეული საკითხებით იფარება. აღნიშნულის პარალელურად, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა თავისი ზოგადი და დეკლარაციული შინაარსის გათვალისწინებით, თემის წარმომადგენელთა საჭიროებების იგნორირების პირობებში და პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე, ამ დრომდე ვერ მოახერხა, დაეწყო უკიდურესად ხარვეზიანი სისტემის ძირეული გარდაქმნა", — აცხადებენ NGO-ები.
ისინი, ასევე, უარყოფითად აფასებენ იმას, რომ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, წლების განმავლობაში შშმ თემისა და ორგანიზაციების რეკომენდაციების შინაარსი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ძირითადად, მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში განსახორციელებელ ვალდებულებებზე კონცენტრირდება. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, კონვენციის ძალაში შესვლიდან 7 წლის თავზე მაინც გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის რადიკალურად გასაუმჯობესებლად ზომები მიიღოს. მათივე თქმით, არსებითია, რომ მთავრობამ ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის საკანონმდებლო დებულებების შექმნასა და ფორმალური საჯარო განცხადებებისა თუ დაპირებების გაკეთებაზე, არამედ შშმ პირთა რეალური საჭიროებების შესწავლასა და თემის აქტიური ჩართულობით ძირეული რეფორმების გატარებაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ:
- უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების (მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების) აქტიური ჩართულობა;
- უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს;
- შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს;
- განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.
საქართველოს პარლამენტს:
- შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები და აქტივისტები:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO);
- ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP);
- გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში — თბილისი;
- თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი — EPC;
- ასოციაცია დეა;
- პლატფორმა სალამი;
- ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი;
- მარიკო კობახიძე;
- ესმა გუმბერიძე;
- გიორგი გოგატიშვილი.
14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
-
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
გადახედვა
-
როგორ "აღმოჩნდა" კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში? როგორ "აღმოჩნდა" კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
-
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99.93% მიიღო კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99.93% მიიღო
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ "ამერიკის ხმის" სრული დახურვა უკანონოდ ცნო და მთავრობას 1000 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენა დაავალა აშშ-ის სასამართლომ "ამერიკის ხმის" სრული დახურვა უკანონოდ ცნო და მთავრობას 1000 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენა დაავალა
გადახედვა
-
ნახეთ — Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა ნახეთ — Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. ირაკლი კობახიძე: ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
გადახედვა
-
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
გადახედვა
-
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს
გადახედვა
-
ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის "წინასწარმეტყველებები" პროპაგანდის იარაღი ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის "წინასწარმეტყველებები" პროპაგანდის იარაღი
გადახედვა
-
ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის
გადახედვა
-
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ — ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ — ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
გადახედვა
-
უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან
გადახედვა
-
Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი
-
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: "არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს" დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: "არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს"
გადახედვა
-
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დაცვას მიუძღვნა" შალვა პაპუაშვილი: "საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი სამშობლოს დაცვას მიუძღვნა"
გადახედვა
-
UAE-ის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს UAE-ის ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოუცხადეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ილია მეორის გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად კახა კალაძე: ილია მეორის გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად
გადახედვა
კომენტარები