საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს შეხვდა.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ", — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

რიკერი ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს საქართველოში პირველი ვიზიტისას, 7 ივნისს შეხვდა. მან შეხევდრები გამართა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან. საქართველოდან ის ბაქოსა და ერევანში გაემგზავრა, რის შემდეგაც კვლავ თბილისს ეწვია.