გალფის საწვავი საქართველოსა და EURO 5-ის სტანდარტებს შეესაბამება
სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ და შვეიცარულმა ლაბორატორიამ, SGS-მა გალფის ოთხ პროდუქტზე: ჯიფორს სუპერზე, ჯიფორს პრემიუმზე, ჯიფორს ევრო რეგულარსა და ჯიფორს ევროდიზელზე ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩაატარეს და მიიჩნიეს, რომ საწვავი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებსა და ევროსტანდარტებს შეესაბამება. კვლევის ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ გალფისთვის ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
გალფის საოპერაციო დირექტორი, საბა ჯიშიაშვილი განმარტავს, რომ საწვავს მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომელიც მის ხარისხს განაპირობებს.
"ბენზინის ნაწილში საქართველოს ხარისხის სტანდარტები მეტწილად შეესაბამება ევროპულ სტანდარტის ნორმებს, თუმცა დიზელის ნაწილში ჯერჯერობით არ არის ისეთი მაღალი, როგორც ევროპულში. მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია ყოველთვის მოწოდებულია იმისთვის, რომ ჩვენი საწვავის ხარისხი შეესაბამებოდეს ევროპული საწვავის ნორმებს", — ამბობს ჯიშიაშვილი.
მან კომპანიის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ის ოთხი ძირითადი პარამეტრი მიმოიხილა, რომელიც საწვავის ხარისხს განაპირობებს.
"პირველ რიგში, ეს არის გოგირდის შემცველობა, რომელიც ჰაერის დაბინძურების თუ სხვა ეკოლოგიური პარამეტრების განმსაზღვრელია, ტყვიის შემცველობა, ნახშირწყალბადები და ბენზინი. გოგირდის შემცველობის მაქსიმუმი, როგორც საქართველოში, ასევე, ევროპაში უნდა იყოს 10, ჩვენს საწვავში კი არის 5,8. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაშვებზე თითქმის ორჯერ უკეთესია. ტყვიის შემცველობა კი, დასაშვებზე იმდენად დაბალია, რომ ფაქტობრივად არ შეინიშნება. ნახშირწყალბადებიც შეესაბამება სტანდარტის ნორმებს და არის 34,1, ხოლო ბენზოლი 0,9-ის ფარგლებშია", — ამბობს ის.
გალფის საოპერაციო დირექტორის თქმით, კომპანიის მხრიდან ხარისხზე ზრუნვა ავტომატურად მიუთითებს იმაზე, რომ გალფი ეკოლოგიაზეც ზრუნავს.
გარდა ამისა, გალფი მომხმარებელს სთავაზობს ჯიფორს Green Booster-საც, რომელიც საწვავს კიდევ უფრო მეტ დანიშნულებას აძლევს და შედეგად, ავტომობილიც უკეთესად წვავს და ხარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამონაბოლქვთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე საბაზისო საწვავის შემთხვევაში. ამას გარდა, ჯიფორს Green Booster იცავს ავტომობილის ძრავს, ასევე, მთლიანად ავტომობილს ცვეთისგან და მეტ მანძილს გადის.
ეკოლოგიის პრიორიტეტულობის საკითხს ხაზს უსვამს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის უფროსი, ნინჩო ჯიბლაძეც.
"ეკოლოგიის პრობლემა ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ამას გალფი თავიდანვე შეეჭიდა. გვსურდა, საწვავი ყოფილიყო მაქსიმალურად ხარისხიანი. დღესდღეობით ვინარჩუნებთ ამ სტანდარტს და მუდმივად ვცდილობთ, რაც შეიძლება უკეთესი პარტნიორები ვიპოვოთ, რომლებიც უკეთეს და უკეთეს საწვავს მოგვაწვდიან", — აღნიშნავს ის.
გალფის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ფეხბურთელი ძმები, შოთი და აჩი არველაძეები. აჩიმ კომპანიის მხრიდან ეკოლოგიაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როცა კომპანია ასეთ ყურადღებას აქცევს საწვავის ხარისხს და ეს პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სიმართლე გითხრათ, დღეს იმაზე მეტი გავიგე, რაც ვიცოდი. ყოველთვის მაქვს შთაბეჭდილება, რომ ჩვენი გარემო მაინც ნაკლებად დაცულია და ძალიან გამიხარდა, გალფს ასეთი ყურადღებით რომ აქვს გაკეთებული ყველაფერი საწვავის ევროსტანდარტთან შესაბამისობისთვის. დღეს გავიგეთ, რომ თითქმის ყველა პროდუქტი, რაც გალფს აქვს, არის ევროსტანდარტებთან მიახლოებული ან უკეთესი. დიდხანს ვცხოვრობდი ევროპაში და იქ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სტანდარტები. ჩვენი ქვეყნის ხარისხიც ბევრი საკითხიდან გამომდინარე ყალიბდება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. გზები, გარემო, ჰაერი, რითაც ვსუნთქავთ — საყურადღებო თემებია და ეს ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს", — ამბობს ის.
საწვავის მაღალ ხარისხისთან ერთად, კომპანიების მხრიდან ეკოლოგიაზე ზრუნვა მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ის ფაქტი, რომ საწვავის ხარისხი ორმა კომპეტენტურმა ლაბორატორიამ შეაფასა, კომპანიის მიმართ ნდობას მეტად აძლიერებს და გალფის პრიორიტეტებსაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
კომენტარები