Softx მოწყობილობას გთავაზობთ, რომელიც დახურულ სივრცეებში ჰაერს ვირუსებისგან გაწმენდს
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხშირად ვისმენთ რეკომენდაციებს დახურული სივრცეების განიავების შესახებ. ლოგიკურია, რომ გაუნიავებელ სივრცეებში ვირუსის გავრცელებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ჰაერის სისუფთავეს ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, პანდემიის პირობებში კი ამან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს.
ამ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად, ქართულმა კომპანია Softx-მა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მუშაობს, გადაწყვიტა, ქვეყანას პანდემიასთან გამკლავებაში დახმარებოდა და არსებულ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად ქართველ მომხმარებელს ინოვაციური ბიოპლაზმური აპარატები შესთავაზა, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექციას. როგორც Softx-ში ამბობენ, აპარატები საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანებისთვის და მათი გამოყენება მაშინაც შეიძლება, როდესაც სივრცეში ადამიანები იმყოფებიან.
ამ მიმართულებით გუნდმა კომპანია Picom შექმნა, რომელიც უშუალოდ ბიოპლაზმური აპარატების რეალიზაციასა და მათ შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს. ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში, კორეაში, ინგლისსა და ესპანეთშიც. მათ შეძლეს, მაქსიმალურად სწრაფად გაეხადათ ეს ინოვაციური მოწყობილობა ხელმისაწვდომი ქართველი მომხმარებლებისთვის.
როგორ ცვლის ბიოპლაზმის მოწყობილობები ჩვენს ყოველდღიურობას
პანდემიამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დახურული სივრცეების განიავება ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად. ამ მხრივ, განსაკუთრებით ხელსაყრელია ბიოპლაზმური მოწყობილობის გამოყენება, რომელიც ბაქტერიებსა და ვირუსებს (მათ შორის კორონავირუსსაც) უმკლავდება როგორც ჰაერში, ასევე ზედაპირებზე. იგი ასევე ანადგურებს ობის სოკოს სპორებს, სიგარეტის კვამლს, უსიამოვნო სუნს, ულტრა მსუბუქ მტვერს, მცენარეთა მტვერს და სხვადასხვა ნივთიერებების ორთქლსაც, როგორებიცაა ფორმალდეჰიდი, ამიაკი და ბენზოლი. მოგეხსენებათ, რომ ამ ნივთიერებების ჭარბი კონცენტრაცია ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
როგორც Softx-ის თანადამფუძნებელი, თამარ გუდაშვილი გვიყვება, "ბიოპლაზმური მოწყობილობა საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად. იგი აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, რაც ხშირად დახურული სივრცეებისა და ცუდად განიავებადი შენობების პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, იგი უმკლავდება ეგრედ წოდებულ დაავადებული სახლის სინდრომსაც".
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ბიოპლაზმის მოწყობილობას სერტიფიცირებულია ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ. მოწყობილობას გავლილი აქვს FDA-ის (აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) და RoHS-ის (საშიში ნივთიერებების შეზღუდვა) შემოწმებები, ასევე დამოწმებულია აშშ-ს MICROBAC-ის მიწერ. მწარმოებელს მიღწეული აქვს უმაღლესი სტანდარტებისთვის - ISO-9001:2015, ISO-14001:2015, IATF16949:2016
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოწყობილობების შეძენა უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია. ამ ეტაპზე, საქართველოში, მოწყობილობის ე.წ დესკტოპ ვერისაა ხელმისაწვდომი, რომელიც საკმაოდ კომპაქტურია და სატარებლადაც მოსახერხებელია. ეს უკანასკნელი 12-15 კვადრატულ მეტრზეა გათვლილი, იმ შემთხვევაში კი, თუ უფრო დიდ სივრცეში იმყოფებით და გვერდით ეს მოწყობილობა გიდევთ, მაშინ იგი თქვენგან 3 მეტრის რადიუსში გაასუფთავებს სივრცეს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სივრცეში დავირუსებული ადამიანი იმყოფება, ეს ვირუსი თქვენამდე მაინც ვერ მოაღწევს.
"მოწყობილობის გამოყენების არეალი შეუზღუდავია. იგი მოიცავს სახლს, საბავშვო ბაღს, სკოლას, საავადმყოფოს, ოფისს, საერთო სამუშაო სივრცეს, რესტორნებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ნებისმიერ ადგილს, სადაც ადამიანები იკრიბებიან", — ამბობს თამარ გუდაშვილი.
როგორ მუშაობს ბიოპლაზმა ჰაერის გასაწმენდად
ბიოპლაზმით, იგივე ცივი პლაზმით მოწყობილობა ჰაერს დაბალი პოლარიზაციის პროცესის საშუალებით ასუფთავებს. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ მარტივად ჟღერს. ბიოპლაზმის მოწყობილობა ჰაერში გამოყოფს უარყოფითად და დადებითად დამუხტულ იონებს, რომლებიც ჰაერში არსებულ საწინააღმდეგო მუხტის მქონე ნაწილაკებთან ურთიერთქმედებენ. ცივ პლაზმას მატერიის მეოთხე მდგომარეობასაც ეძახიან. ეს ტექნოლოგია ჰაერის გაწმენდისთვის 1930 წლიდან გამოიყენება.
უარყოფითად დამუხტული იონები დამატებითი ელექტრონის მიერთების შედეგად წარმოიქმნებიან, დადებითად დამუხტულები კი — ელექტრონის დაკარგვის შედეგად. ისინი ჰაერში ატომებთან და მოლეკულებთან ურთიერთქმედების გზით ცდილობენ სტაბილური მდგომარეობის მიღწევას, რასაც უარყოფითად დამუხტული იონები ელექტრონის დაკარგვის, დადებითად დამუხტულნი კი — ელექტრონის შეძენის გზით აკეთებენ. ამ ხერხით, ისინი ეფექტიანად ანეიტრალებენ ბაქტერიებს, ვირუსებს, არასტაბილურ ორგანულ ნაერთებსა თუ არასასიამოვნო სუნის მქონე აირებს.
"აპარატიდან ჰაერში ასობით მილიონი წყალბადისა (H+) და ჰიდროქსიდის (OH-) იონი გამოიყოფა. ჰაერში გაფრქვევისას ისინი ემაგრებიან დამაბინძურებლებსა და პათოგენებს, რეაქციაში შედიან მათი უჯრედის მემბრანასთან და სრულიად ანეიტრალებენ მათ. აქედან გამომდინარე, ბიოპლაზმა საკმაოდ ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად", — გვიყვება თამარ გუდაშვილი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მოწყობილობა გარემოს 12-15 კვადრატული მეტრის ფართობზე ასუფთავებს, მოქმედებას ჩართვიდან 3 წუთში იწყებს და რაც უფრო დიდ ხანსაა ჩართული, მით უფრო ეფექტიანად მოქმედებს. რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის იგი სრულებით უსაფრთხოა. როგორც გუნდის წევრები გვიყვებიან, მისი გამოყენება დახურულ სივრცეებში უწყვეტადაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის მსგავსი ტექნოლოგიები, როგორებიცაა HEPA ფილტრები და ულტრაიისფერი განათების სტერილიზატორები, მოქმედებისას გამოყოფენ ოზონსა და ფორმალდეჰიდს და მათ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სჭირდებათ ძვირადღირებული ფილტრების გამოცვლა. მათგან განსხვავებით, ბიოპლაზმა ჰაერში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს და არც ფილტრების გამოცვლას საჭიროებს, მოქმედებისთვის კი მხოლოდ ფიზიკის კანონებსა და ბუნებრივ საშუალებებს იყენებს.
კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Softx პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. გუნდის წევრებმა კომპანია 2016 წელს დააარსეს. მაშინ მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება პროგრამირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
გარდა აუთსორს პროექტებისა, კომპანია საკუთარი პროდუქტების შექმნითაცაა დაკავებული. ამჟამად ისინი მუშაობენ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების სამართავ სისტემა SALONE-ზე, რომელიც ონლაინ ჯავშნის გაკეთების საშუალებასაც იძლევა.
"გვინდა საქართველოში სილამაზის სფეროს ტურიზმს შევუწყოთ ხელი. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ამ სფეროში ბევრად ხელმისაწვდომი ფასებია და გვინდა წავახალისოთ ტურისტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აქტიურად ისარგებლონ ადგილობრივი ესთეტიკის ცენტრების მომსახურებით", — ამბობს თამარ გუდაშვილი.
ამ ეტაპზე, გუნდი მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას ბიოპლაზმაზე, იგივე ცივ პლაზმაზე მომუშავე ტექნოლოგიაზე. ამ უკანასკნელის საშუალებით, ისინი მიზნად ისახავენ, ხელი შეუშალონ ქვეყანაში ვირუსების სწრაფ გავრცელებას, რაც შედეგად, მათი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასა და ქვეყნის ეკონომიკის ნაკლებად დაზარალებას მოიტანს.
"აქტიურად ვცდილობთ საქართველოში ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში დაგვეხმარება, რათა მხოლოდ პირბადისა და ხსნარების იმედად არ დავრჩეთ. გარდა ამისა, მუდმივად ვეძებთ და ვსწავლობთ სიახლეებს და იმ შემთხვევაში, თუ კვლავ გამოჩნდება საინტერესო ტექნოლოგია, კვლავაც ვეცდებით მის დანერგვას საქართველოში", — ამბობს თამარ გუდაშვილი.
კომენტარები